ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის სისტემის ილუსტრირებული ვარიანტი

იმისათვის, რომ ადამიანმა ისწავლოს წერა-კითხვა, პირველ რიგში სწავლობს ანბანს. ქიმიის „ანბანს“ კი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა წარმოადგენს, რომელიც რუსი მეცნიერის, დიმიტრი მენდელეევის, მიერ 1869 წლის 1 მარტს აღმოჩენილი პერიოდულობის კანონის გრაფიკული ასახვაა.

ინჟინერ-პროგრამისტმა კეიტ ენევოლდსენმა შექმნა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის „გამარტივებული“ ვარიანტი, რომელშიც ილუსტრაციების საშუალებით მითითებულია, თუ რა როლს თამაშობს თითოეული ელემენტი ადამიანის ცხოვრებაში.

მაგალითად, სკანდიუმი გვხვდება ველოსიპედებში, პალადიუმი გამოიყენება გარემოს დაბინძურების დონის კონტროლისათვის, ფანრებსა და ფეიერვერკებში კი გვხვდება კრიპტონი.

ელემენტთა პერიოდული სისტემა დაყოფილია ფერების მიხედვით. სიმბოლური აღნიშვნები, მიუთითებენ ელემენტთა აგრეგატულ მდგომარეობას (მყარი, თხევად, აირადი). ილუსტრირებული პერიოდული სისტემის თითოეული ელემენტი შეიცავს მოკლე აღწერას. ასევე ცხრილში გვხვდება სიმბოლოები, რომლებიც გვიჩვენებენ არის თუ არა კონკრეტული ელემენტი ადამიანის სხეულში ან დედამიწის ქერქში, კეთილშობილია, რადიოაქტიური თუ საერთოდ არ გვხვდება ბუნებაში.



მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ




წყარო:
baikal24-nauka.ru

გამოქვეყნებულია: 23-01-2018






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას