შეეკითხე მეცნიერს

 

კითხვა.

როგორ მიიღება ნატრიუმის სულფატი?
სტუდენტი: ნათია კაჭარავა

კითხვა.

რამდენი ქიმიური ელემენტია ცნობილი?
დავით ხარაბაძე

კითხვა.

ვმუშაობ ნავთობპროდუქტების ლაბორატორიაში, კერძოდ ტრანსფორმატორის ზეთებზე.მაქვს ახალი უკრაინული ხელსაწყო (APCM-4), რომელიც მომცემს საშუალებას განვსაზღვრო ტრანსფორმატორის ზეთის დაჟანგვისადმი სტაბილურობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქიმური პარამეტრია ტრანსფორმატორის ზეთების ტესტირების დროს.ხელსაწყოს პასპორტში მოცემულია მისი მუშაობისათვის აუცილებელი- სილიციუმორგანული სითხე (სილიკონის სითხე) ПФМС-4 ან პოლიმეთილსილოქსანური სითხე ПМC-60.საქართველოში და უკრაინაში ვერ მოვიძიეთ აღნიშნული სითხე. ხომ ვერ მეტყოდით ამ სითხის ანალოგი უცხოური სილიკონის სითხე თუ არსებობს და სად შეიძლება მისი შეძენა.გთხოვთ დამეხმაროთ, წინასწარ გიხდით მადლობას.
ნანა.

კითხვა.

გამარჯობათ....
ვიცი,რომ არსებობს ასეთი დასახელების ნივთიერება ”ტურმალინი”,მაინტერესებს მის შესახებ ყველაფერი, გთხოვთ დამეხმაროთ...!
გიორგი გაგუა,
სტუდენტი

კითხვა.

გამარჯობათ.ვიცი,რომ ე.წ. მშრალი ყინული,არის მყარი ნახშირორჟანგი,მაინტერესებს,რატომ წვავს ის ადამიანის ამა თუ იმ ორგანოს?
გიორგი გაგუა

კითხვა.

თუ შეიძლება მითხარით იმოქმედებს თუ არა ჩვეულებრივი ონკანის წყალი ნებისმიერ ექსპერიმენტზე და რა მინარევებს შეიცავს?
დათო კობახიძე

კითხვა.

თუ შეიძლება მითხარით როგორ შეიძლება მივიღო ალუმინის ჰიდროქსიდი-Al(OH)3?
სანდრო მესტვირიშვილი

კითხვა.

თუ შეიძლება მითხარით რას ნიშნავს ღვინქვამჟავა და რა ეწოდება მის მარილს?

კითხვა.

მე ჩავატარე ცდა: CuSO4 წყალხსნარის ელექტროლიზი ალუმინის ნაჭრით, ცოტა ხნის შემდეგ ალუმინი დაიფხვნა, ქვემოთ კი სპილენძის ფხვნილი დაილექა, შემდეგ ხსნარი გამწვანდა, ჩემი აზრით ეს უნდა ყოფილიყო სპილენძის ფუძე კარბონატი Cu3(OH)2CO3 (ფორმულა ზუსტად არ მახსოვს), შემდეგ ეს ხსნარი გადავასხი NaCl ის გაჯერებულ წყალხსნარში, ცოტა ხნის შემდეგ კი ქვემოთ დაილექა ნარინჯისფერი ფხვნილი. მაინტერესებს რა მარილი იყო.

კითხვა.

ინფრაწითელი სპექტრით შემიძლია თუ არა ვიმსჯელო მოლეკულის რეაქციისუნარიანობაზე? და თუ შეიძლება როგორ?
მანუჩარ გვარამია