მოსწავლეთა რესპუბლიკური ოლიმპიადა „დედამიწა ჩვენი სახლია“
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტი, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოება და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ატარებს მოსწავლეთა რესპუბლიკურ მეორე ოლიმპიადას „დედამიწა ჩვენი სახლია“
ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეთა შორის
- საბუნებისმეტყველო დისციპლინების (განსაკუთრებით ნიადაგმცოდნეობის) პოპულარიზაცია
- აგრარული დისციპლინებისა და მათი როლის გააზრება
- ეკოლოგიასა და უსაფრთხო გარემოზე ზრუნვის აუცილებლობის გათავისება
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩამოწერეთ
კითხვარი, უპასუხეთ კითხვებს და გამოაგზავნეთ საორგანიზაციო კომიტეტში არა
უგვიანეს
2017 წლის 28 თებერვლისა
მისამართზე:
g.tsereteli@agruni.edu.ge. პირველი ტურის კითხვებს ასევე შეგიძლიათ
გაეცნოთ შემდეგ გვერდზე.
კომპეტენტური ჟიური შეარჩებს 50 საუკეთესო ნაშრომს და კონფერენციის ვებ გვერდზე გამოაქვეყნებს მეორე ტურში გადასული მონაწილეებს 2017 წლის 1 მარტს.
კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2017 წლის 25 მარტს. კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტებს მიეცემათ 5 კითხვიანი ტესტი და პასუხისათვის 3 საათი.
კონკურის მონაწილეთა დაჯილდოება:
1. კონკურსში მონაწილეობის სიგელს მიიღებს კონკურის ყველა მონაწილე
2. ფინალური ეტაპზე გადასული მოსწავლეების საუკეთესო ნაშრომების 10% მიიღებს პირველი ხარისხის სიგელს
3. ფინალური ეტაპზე გადასული მოსწავლეების საუკეთესო ნაშრომების 20% მიიღებს მეორე ხარისხის სიგელს
4. ფინალური ეტაპზე გადასული მოსწავლეების საუკეთესო ნაშრომების 30% მიიღებს მესამე ხარისხის სიგელს
5. ფინალური ეტაპზე გადასული საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩენილი მოსწავლეები (მონაწილეთა 40%) მიიღებს სპეციალურ სიგელს
6. შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდებიან სკოლის მასწავლებლებიც.