ეს საინტერესოა

 

აღმოჩენილია  „მოქნილი ბრილიანტების“ შექმნის უფრო მარტივი გზა

ბრილიანტივით მყარი და პლასტმასივით მოქნილი, ძალიან მოთხოვნადი ალმასის ნანო ძაფები რევოლუციას მოახდენს ჩვენს სამყაროში - მათი დამზადება ასე ძნელი რომ არ იყოს. ცოტა ხნის წინ, მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა ორიგინალური ტექნიკა, რომელიც ხელმძღვანელობს ბრილიანტის ნანო ძაფების მოწესრიგებულ შექმნას, რომელიც გადალახავს რამდენიმე არსებულ გამოწვევას.
ინოვაცია მეცნიერებს ნანო ძაფების სინთეზირებას გაუადვილებს, ეს კი მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მასალა პრაქტიკულ პრობლემებზე გამოიყენონ. ეს ექსპერიმენტი საინტერესოა ინოვაციის მხრივ, კერძოდ კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ, ნანო ძაფის ხერხემალში სხვა ატომების ჩართვის შესაძლებლობა, მეცნიერებს გაუმარტივებს ნანო ძაფის ტექნოლოგიის შემუშავებას, ასევე დაზოგავს მათ დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მიგნება დიდი ნაბიჯია მომავლისკენ.

ამით მეცნიერებს შეეძლებათ შექმნან მასალები და გამოიყენო სხვადასხვა მოწინავე ტექნოლოგიებისათვის.

მასალა მომზადებულია ელისაბედ ჯოხაძიის მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Science Daily, March 2, 2022

 

გამოქვეყნებულია: 17-03-2022