ეს საინტერესოა

 

ოქრო, როგორც წამალი

ოქროს შემცველი პრეპარატები გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება, მრავალფეროვანი რევმატოიდული დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ფსორიაზული ართრიტის, იუვენალური ართრიტისა და დისკოიდური წითელი მგლურას.

მიუხედავად იმისა, რომ ოქროს გამოყენება მეტწილად შეიცვალა ახალი მედიკამენტებით, ოქროს ნანონაწილაკები ეფექტურად გამოიყენება ლაბორატორიულ კლინიკურ დიაგნოსტიკურ მეთოდებში, ხოლო პარალელურად დიდი იმედი აქვთ გამოიყენონ ცოცხალ ორგანიზმებში,  როგორც დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის აგენტი ან თერაპიული საშუალება. ამ მიზეზების გამო, ოქროს ნანონაწილაკები ისე ხელსაყრელადაა განთავსებული, რომ უახლოეს მომავალში აპირებენ შეიტანონ და დანერგონ კლინიკურ პრაქტიკაში. ამრიგად, ზემოთ ნახსენები მიმოხილვა აჯამებს ადამიანებში ოქროს ნანონაწილაკების ქიმიას, ფარმაკოკინეტიკას, ბიოდისტრიბუციას, მეტაბოლიზმს და ტოქსიკურობას, რომელიც ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულ კლინიკურ დაკვირვებას და ექსპერიმენტებს, რომლებშიც ოქრო გამოიყენებოდა რევმატოიდული ართრიტით დაავადებულთა სამკურნალოდ.

ასევე ხაზგასმულია მისი სასარგებლო თვისებები, როგორიცაა სინთეზის სიმარტივე, ფუნქციონალიზაცია და ფორმის კონტროლი, თუ რატომ არის ოქროს ნანონაწილაკები მიმზიდველი სამიზნე შემდგომი განვითარებისა და ოპტიმიზაციისთვის. ასევე განხილულია ოქროს ნანონაწილაკების ზომისა და ფორმის კონტროლის მნიშვნელობა პოტენციური ტოქსიკური გვერდითი ეფექტების შემცირების მიზნით.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

წყარო:Thakor, A. S.; Jokerst, J.; Zavaleta, C.; Massoud, T. F.; Gambhir, S. S. (2011). 11(10), 4029–4036

 

გამოქვეყნებულია: 05-04-2021


 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები