სიახლეები

 

IChTO-2022

16-21 აგვისტოს ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ქიმიის მე-5 საერთაშორისო ტურნირი. ტურნირში მონაწილეობას იღებდა 7 ქვეყნის 8 გუნდი.

 

ტურნირში წელს პირველად იღებდა მონაწილეობას საქართველოს ნაკრები შემადგენლობით: ნიკა მეტრეველი, ქეთევან პერანიძე, ლიზი დარჩია და არჩილ ბენაშვილი. გუნდის მენტორები იყვნენ: ლაშა ხუციშვილი, თინათინ ბუთხუზი და სოფო ფაცაცია.

 

გუნდის წევრებს მომზადებული ჰქონდათ 9 ამოცანა, რომელიც საჯარო პაექრობის პირობებში უნდა წარედგინათ საერთაშორისო ჟიურის წინაშე. საქართველოს სახელით ჟიურის წარმოადგენდა ლაშა ხუციშვილი.

 

გუნდური შედეგებით საქართველოს ნაკრებმა დაიკავა მე-5 ადგილი, ხოლო ინდივიდუალური ქულებით ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ: ქეთევან პერანიძე, ლიზი დარჩია და არჩილ ბენაშვილი.

 

ტურნირზე დაწესებული იყო სპეციალური პრიზებიც - დასმული ამოცანის საუკეთესოდ გადაწყვეტა-წარდგენა. მე-2 ამოცანის საუკეთესო პრეზენტაციისათვის სპეციალური პრიზი გადაეცა არჩილ ბენაშვილს.

 

ნაკრების ბუდაპეშტში გამგზავრება უზრუნველყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მთელი გუნდის სახელით.

 

გულითადად ვულოცავთ საქართველოს ქიმიის ეროვნულ ნაკრებს მორიგ წარმატებას, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო ურთულესი ამოცანების დამუშავება და ტურნირზე წარმატებით წარდგენა. მიღწეული შედეგი გუნდის ოთხივე წევრის თავდადებული შრომის შედეგია.

 

ოლიმპიადის ვებგვერდი: www.ichto.org

ოლიმპიადის ფოტო ალბომი.

 

 

 

 

გამოქვეყნებულია: 22-08-2022