სიახლეები

IChO-2021-ს წვრთნები დაიწყო

5 ივლისს დაიწყო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრების წვრთნები. წვრთნები ტრადიციულად ტარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

წლევანდელი ნაკრების შემადგენლობაში შედიან: ნინო აბესაძე, ქეთევან პერანიძე, იოანე კაპანაძე და ლიზი დარჩია.

მეცადინეობები ტარდება ანალიზურ, არაორგანულ, ფიზიკურ და ორგანულ ქიმიაში. მეცადინეობებს ატარებენ: ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ნაკრების წვრთნაში ჩართული არიან გასული ოლიმპიადების მონაწილეები და პრიზიორები ლაშა ხუციშვილი და გიორგი პეტრიაშვილი.

ნაკრების წვრთნა დასრულდება 22 ივლისს. 28 ივლისს კი ოლიმპიადის ტური ჩატარდება. პანდემიის გამო წელს ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ტარდება. ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანაა იაპონია, ხოლო ჩვენი ნაკრები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ჩაერთვებიან საერთაშორისო ოლიმპიადის მოთხოვნების სრული დაცვით.

საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

 

გამოქვეყნებულია: 06-07-2021


 

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები