ელიზბარ ელიზბარაშვილი: ვარდკაჭკაჭა

არ მიყვარს, ვარდკაჭაჭას რომ მეძახიან. აბა, კარგად შემომხედეთ: რა მიგავს კაჭკაჭს?! არც ფრთები მაქვს და არც ნისკარტი. ან ვინმე ჩხავილით შემიწუხებიხართ ოდესმე? ძალიან ჭკვიანი ფრინველიაო. იყოს, ბატონო, მე ჩემი ჭკუა-გონებაც მყოფნის. ეშმაკის ფეხია, იცის, მონადირეებს როგორ დაუძვრესო. არ მინდა, თქვენ შემოგევლეთ, მაგ ხრიკების ცოდნა. მე ჩემებურად ვუმკლავდები ამ სოფლის სიმძიმეს.

გინახავთ ჩემს ტანზე ეკლების აბჯარი? არც მაქვს და არც მინდა. არც ჩემი ყვავილებია ვარდივით ფერხორციანი და სურნელოვანი… უკადრისი და თავკერძა არ გეგონოთ, ვიცი, რომ ვარდი ჩვენი მოდგმის დედოფალია. მე და ჩემნაირები მასთან რას მოვალთ… მე ერთი უბრალო მინდვრის ყვავილი ვარ, ისეთი, თაიგულის შეკვრის დროსაც კი რომ არავის მოაგონდება. მაგრამ მე მე ვარ და მინდა, ეს გავაგონო სხვებსაც. ჩემს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულაო, იტყვიან ხოლმე კაცნი. აი, ჩემს თავზე კი დატრიალებულა. რამდენჯერ წავულეკივარ ღვარცოფს თუ ქარიშხალს, რამდენჯერ გავუსრესივარ ფეხით ადამიანს თუ საქონელს. მაინც არ დამიჩოქია! ჰეი, თქვენ, დიდებო და ძლიერებო, რამდენჯერაც უნდა გამსრისოთ, რამდენჯერაც უნდა გამთელოთ, მიწაზე გართხმულს ვერ მნახავთ! რატომ? იმიტომ, რომ ულეწელა ვარ და კეთილი ინებეთ და ასეც დამიძახეთ. ნუ გშურთ, რაღაცით მეც რომ გჯობივართ.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 19-09-2020




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას