ქეთევან კუპატაძე: ქვიშა ცაში

დილით ჩვეულებისამებრ გავიღვიძე. უფრო სწორედ, ბოლო ორი წელია ჩემი გაღვიძება იძულებითია. დიახ, სისხამ დილიდან „ჩანჩქერის“ ხმა ჩამესმის. ეს „ჩანჩქერი“ სინამდვილეში მანქანების სამრეცხაოა, რომელიც გარეთ არის გახსნილი და გარშემო საშინელი დქაფუნ-ჩქაფუნის ხმებს ავრცელებს. სხვათა შორის, გარემოს ქიმიის სახელმძღვანელოებში (განსაკუთრებით, ბოლო წლების გამოშვებებში) ცალკე თავად არის აღწერილი, ე.წ. გარემოს ხმაურით დაბინძურება. მეც ვაპირებ ამ თემაზე „მასწავლებლისთვის“ სტატიის დაწერას, რადგან ხმაურით დამაბინძურებლები ძალიან მომრავლდნენ და სიბინძურის გავრცელების გამო სინდისის ქენჯნას სულაც არ გრძნობენ.

მოკლედ, ავდექი და ფანჯრიდან გავიხედე. ცა რაღაცნაირად ყვითლად მომეჩვენა. ყურადღება სულაც არ მიმიქცევია, ჩავთვალე, რომ ჯერ ისევ მეძინა. იმ დღეს შესავალ კურსთან მქონდა ლექცია. ალქიმიკოსებს მიმოვიხილავდით და ალბერ მაგნუსს ვერაფრით ავუვლიდი გვერდს. ალბერ მაგნუსმა „ალქიმიის დიად წიგნში“ ალქიმიის შვიდი საოცარი წესი აღწერა… ზოგჯერ, ვფიქრობ ხოლმე, რომ ალქიმიკოსები მომავალში იხედებოდნენ, ისეთი სიზუსტით ერგება მათი მსჯელობა ყველა დროს.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 01-05-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას