"ევროპული სკოლის" თანამშრომლობა თავისუფალ და აგრარული უნივერსიტეტებთან

23 იანვარს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დეპარტამენტის ინიციატივით, „ევროპულ სკოლასა“ და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

დაწყებული თანამშრომლობა მეტად სასარგებლო იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის. მათ მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ აღნიშნული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში, კონკურსებში, განახორციელონ კვლევები ამ უნივერსიტეტების მეცნიერების ხელმძღვანელობით, მოემზადონ საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადებისთვის ჩვენი პედაგოგების და უნივერსიტეტების თანამშრომლების ერთობლივი მეთვალყურეობით.

სკოლაში სტუმრობისას აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეხვდნენ მე-10-11 კლასის მოსწავლეებს და ესაუბრნენ მათ სასწავლო პროგრამების შესახებ, გააცნეს მოზარდებს სკოლასთან თანმშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

წყარო

  

გამოქვეყნებულია: 19-02-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას