2019 და 2020 წლის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მზადება დაიწყო

მოსწავლეთა მონაწილეობა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიაზე მოითხოვს ქიმიის ფუნდამენტურ ცოდნას და არ არის დამოკიდებული ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. IChO-ს სილაბუსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ოლიმპიადაზე მოსახვედრად დელეგატებს უწევთ მინიმუმ ორ წლიანი მომზადება სპეციალური პროგრამით.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2019 და 2020 წლის ოლიმპიადებისათვის მზადება დღესვე დავიწყოთ. საბედნიეროდ გამოჩნდნენ მე-9 და მე-10 კლასის დაინტერესებული მოსწავლეები. მეცადინეობები ტარდება შაბათს 17:00 საათზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

დღეს უკვე შედგა პირველი გაკვეთილი, რომელის ჩაატარა IChO-2017-ს მედალოსანმა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ალექსანდე ფიჩხაძემ. წვრთნების პროცესში ასევე ჩართულნი არიან ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მენტორთა ჯგუფი (ელიზბარ ელიზბარაშვილი, თინათინ ბუთხუზი, ვახტანგ კურცხალია) და IChO-ს ყოფილი ოლიმპიელები.

  

გამოქვეყნებულია: 09-12-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას