ელიზბარ ელიზბარაშვილი: საუკუნის ძრავა

მესამე დღეა, წვიმს. წვიმს გადაუღებლად. ცა მოქუფრულა და მზის სხივებს ჩვენამდე არ უშვებს. ამინდი განწყობაზეც მოქმედებს. მუშაობა გეზარება. არ აქვს მნიშვნელობა, კაბინეტში მუშაობ თუ ყანაში…

მთელი დღე ფანჯარას ვარ მიჯაჭვული და ქუჩას გავცქერი. წვიმა მანქანების ნაკადსაც აფერხებს. ზლაზვნით მიიწევენ წინ. თითქოს რაღაც პროცესიას მიჰყვებიან. დროდადრო ვიღაცას ნერვები უმტყუნებს და სიგნალს იძლევა – ისე, თავისთვის, გულს იოხებს, თორემ კარგად იცის, მის წინ და იმის წინ მიმავალ მგზავრებსაც მასავით ეჩქარებათ. წვიმას ციდან ფიქრიც ჩამოაქვს. ფიქრებიც წვეთებივით ხტიან, ადგილიდან ადგილზე, ამბიდან ამბავზე, რეალურიდან ირეალურზე და პირიქით…

ვუცქერი ქუჩის მთელ სიგრძეზე გაჭიმულ მანქანების კოლონას და ფიქრი საუკუნის წინ გამირბის. ნეტავი როგორი იქნებოდა ეს ქუჩა, ადამიანს ბორბალი რომ არ გამოეგონებინა? ალბათ მათ ადგილს ცხენები დაიკავებდნენ. ყველა ოჯახს საკუთარი ეყოლებოდა დღევანდელივით და ქუჩაში მოძრაობის წესებიც ოდნავ განსხვავებული იქნებოდა. ნეტავი შუქნიშანი თუ გახდებოდა საჭირო? ან როგორი ფორმა ექნებოდა? საერთოდ, იარსებებდა კი მოძრაობის წესები? ალბათ, იარსებებდა. ასიათასობით მოძრავ ობიექტს აუცილებლად დასჭიდებოდა რეგულაცია.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 10-10-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას