სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & თბილისის არქიმედეს სკოლა

პროექტ STEM ასისტენსის ფარგლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს თბილისის არქიმედეს სკოლა ესტუმრა (მასწავლებელი ირმა თიკანაძე).

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ორგანული სინთეზის ძირითად პრინციპებს, კერძოდ კი მოსწავლეებმა დაასინთეზეს შიფის ფუძე და მისი კობალტის კომპლექსი. მათ ლიგანდი ორი სხვადასხვა ალდეჰიდის ეთილენდიამინთან ურთიერთქმედებით მიიღეს და დააკვირდნენ ლიგანდში არსებული ჩამნაცვლებლების გავლენას კობალტის კომპლექსის თვისებებზე. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტებმა ნათია ქევხიშვილმა და გიორგი ღონღაძემ.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 20-02-2024