სიახლეები

 

STEM-აისისტენსი ბორჯომის #1 საჯარო სკოლაში

14 თებერვალს  STEM-ასისტენსი ბორჯომის #1 საჯარო სკოლას  სკოლას ეწვია ქიმიის პედაგოგის ლიკა სხირტლაძის  მიწვევით. შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებას და მათ  დაკავშირებას სასწავლო მასალასთან რის, შედეგადაც მოსწავლებს უკეთ შეძლებოდათ სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული თემატიკის სწორად აღქმა.

 

STEM ასისტენტმა სალომე ქვარცხავამ სტუმრობის პირველ ეტაპზე მოსწავლეებს მოსწავლის დახმარებით წარუდგინა  უსაფრთხოების წესები.  უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ მოსწავლეების უშუალო ჩართულობით ჩატარდა სხვადასხვა სანახაობითი ქიმიური ექსპერიმენტები: სისხლის იმიტაცია, ბუტანის წვა, ბუშტის გაბერვა, ქიმიური შუქნიშანი, წყალბადის პეროქსიდის დაშლა, ოქროს წვიმა, უხილავი მელანი, სანთლის ჩაქრობა.

 

შეხვედრამ სამ საათსა გასტანა.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 22-02-2024