სიახლეები

 

პროექტი “ქიმია და დანაშაულის ადგილი“

10 ნოემბერს თბილისის კლასიკური გიმნაზიის IX, X და XI მოსწავლეები სტუმრობდნენ აგრარულ უნივერსიტეტს. ვიზიტი განხორციელდა პროექტის "ქიმია და დანაშაულის ადგილი" ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო მხარდაჭერით. შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ქემილუმინესცენციის მოვლენაზე, დაქტილოსკოპიასა და სისხლის ანალიზის მეთოდოლოგიაზე კრიმინალისტიკაში.

 

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა სემინარი, რომელზეც გააცნო ლაბორატორიაში მუშაობის, სისხლის ანალიზისა და თითის ანაბეჭდის აღების სპეციფიკა. 

 

დაიგეგმა მომდევნო შეხვედრების სამუშაო გეგმა. პარალელურად დაიწყო კონფერენციისათვის „ოქროს რიცხვი“ მომზადება.

 

 

 

 

 

გამოქვეყნებულია: 11-04-2024