სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & თბილისის #220 საჯარო სკოლა

9 თებერვალს თბილისის #220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (მასწავლებელი მანანა სამხარაძე) საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც გაეცნენ ტიტრიმეტრულ ანალიზს, ბიურეტის, სტანდარტული და საანალიზო ხსნარების მომზადების წესებს და დაადგინეს სხვადასხვა სახის პროდუქტში  ასკორბინმჟავას შემცველობა. კვლევის ჩატარებაში მოსწავლეებს დახმარებას უწევდა STEM-ასისტენტი მარიამ ლუაშვილი.

კვლევის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიები და გაეცნენ ინფორმაციას ზოგადად უნივერსიტეტისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024