სიახლეები

 

STEM-ასისტენსი თბილისის 107-ე საჯარო სკოლაში

19 დეკემბერს STEM ასისტენტები - ნათია ქევხიშვილი, მარიამ საკანელაშვილი და ლიზი თავაძე ეწვივნენ #107 საჯარო სკოლას (ქიმიის პედაგოგი მაია თეთრაძე) და მეცხრეკლასელ მოსწავლეებს ნაერთთა კლასებზე ექსპერიმენტები წარუდგინეს.

ექსპერიმენტები მოიცავდა განსხვავებული ხსნარების მჟავიანობის შეფასებას უნივერსალური ინდიკატორის დახმარებით, მარილის დალექვას, კომპლექსნაერთთა თვისებებსა და არაერთ სანახაობრივ ცდასაც, მათ შორის სპილოს ხორთუმსა და ვულკანს. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ექსპერიმენტების თეორიასთან დაკავშირებას და ცდებში უშუალო მონაწილეობის საშუალებაც მიეცათ.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2023