სიახლეები

 

პროექტში STEM ასისტენსი სართიჭალის N1 და N3 საჯარო სკოლები ჩაერთვნენ

პროექტ STEM ასისტენსის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1 და N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და მასწავლებელ ნინო სამხარაულთან.

ონლაინ შეხვედრაზე კონსულტანტებმა, გიორგი ღონღაძემ და ლიზა წოწორიამ, გააცნეს რკინ(III)-ის იონების სპექტროფოტომეტრული ანალიზის მეთოდი, რომელსაც მოსწავლეები კვლევაში გამოყენებენ. კვლევის ფარგლებში მოსწავლეების ერთი ჯგუფი დაადგენს რკინის შემცველობას სხვადასხვა ხილში, ხოლო მეორე - კი წყლის ნიმუშებში, რომლებიც სხვადასხვა ადგილიდან იქნება აღებული. ეს პროექტი მისცემს მოსწავლეებს საშუალებას შეისწავლონ კომპლექსწარმოქმნის რეაქციები, დაეუფლონ სპექტროფოტომეტრიის პრინციპებსა და რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდებს. ამ მეთოდებზე დაყრდნობით მოსწავლეები შეძლებენ გააკეთონ სათანადო დასკვნები.

 

 

გამოქვეყნებულია: 19-12-2023