სიახლეები

 

მასწავლებელთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური მე-2 კონფერენცია “ოქროს რიცხვი-2023“

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია “ოქროს რიცხვი - 2023“. აღმოსავლეთ კონფერენციას 2023 წლის 7 მაისს ქ. თბილისში უმასპინძლა საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა, ხოლო დასავლეთ კონფერენციას, 14 მაისს  - ქ. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მონაწილეებმა წარმოადგინეს როგორც პოსტერული, ისე ზეპირი მოხსენებები.

კონფერენციის მიზანია ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია ხელს უწყობს მასწავლებელთა და მოსწავლეთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას და პროფესიული განვითარებას, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

კონფერენციების ამსახველი ფოტო მასალა.

აღმოსავლეთ კონფერენცია - ფოტოალბომი

დასავლეთ კონფერენცია - ფოტოალბომი

 

 

გამოქვეყნებულია: 16-05-2023