სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ სხილაძე



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტის პროფესორი რევაზ სხილაძე დაიბადა 1930 წლის 25 სექტემბერს. 1948 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის 2 საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში, ფარმაციის ფაკულტეტზე.1952 წელს დაამთავრა და დატოვებული იქნა წამლის ფორმათა და გალენის პრეპარატების კათედრაზე უფროს ლაბორანტად.1959 წელს არჩეული იქნა კათედრის გამგედ. 1966 წელს დაიცვა ფარმაცევტული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1971 არჩეული იქნა კათედრის დოცენტად.1980 წლიდან მუშაობდა რუსთავის ქიმიურ ქარხანაში. 1995 წლიდან საათობრივ ანაზღაურებაზე მიწვეული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნუვერსუტეტში ფარმაციის კათედრაზე. 2000–2002 წლებში ხემძღვანელობდა ფარმაციის კათედრას, სადაც ამჯამადაც განაგრძობს მოღვაწეობას სრული პროფესორის თანამდებობაზე. ავტორია 195 ნაშრომის, მიღებული აქვს 3 პატენტი და ასევე ავტორია 5 მონოგრაფიის.

 

 

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი პროფესორი პარმენ ჭეიშვილი

- თუ შეიძლება გვიამბეთ როგორ ჩამოყალიბდა ფარმაცია საქართველოში?

- მეტად ძნელია წარსული საუკუნის პირველი ნახევრის, კერძოდ, ჩვენთვის საინტერესო დროის, ქართველი ფარმაცევტების ცხოვრების ისტორიის აღწერა. იმ ხანაში სრულიად არ გაგვაჩნდა პრესა, რომ შეგვძლებოდა მაშინდელი ქართველების ნამდვილი სახის დანახვა, მის აზრ–ზრახვათა უცდომლად მიხვედრა. ამ დროიდან არ მოგვეპოვება აგრეთვე არც დღიურები, არც მემუარები, არც სხვა რაიმე ჩანაწერები, რომ მკვლევარს საიმედო მასალა და საზოგადო ცხოვრების სრული შეცნობა გაადვილებოდა. ამგვარი რამის წერას მაშინ ყველა ერიდებოდა, დღიური ინტერესით ცხოვრობდა და საქვეყნო აზრების აღძვრისას, მხოლოდ ჩიოდნენ. ამოტომ მცირეა მათი დანატოვარი, გვაქ მხოლოდ შემთხვევით გადარჩენილი ორიოდე საბუთი, სადაც კაცმა შეიძლება ჰპოვოს ‘’აზრი ნაცნობი გულისა“, თითქოს წამოცდენილი სიტყვები და ამთი მიხედვით, რა საულდგმულებდა, რა აწუხებდა იმდროინდელ თაობას, რა სწყუროდა და რისკენ მიილტვოდა იგი... და ეს მცირედი, თანაც მწირი მასალა ან გამოქვეყნებულია ან თუ ცნობილია, საჭიროებს კრიტიკულ შესწავლას, მრავალრიგად გამოწვლილვას, რომ გამოსადეგი ყოფილიყო საისტორიო წყაროდ.

 

- და მაინც ვინ შეიძლება ჩაითვალონ ფარმაციის ფუძემდებლებად?

- ქართველ ჭეშმარიტ მამულიშვილებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროფესორ პარმენ ივანსეს–ძე ჭეიშვილს (1871–1823) რომლის შესახებაც ქართული სამეცნიერო საზოგადოება ნაკლებადაა იმფორმირებული.

პ.ი. ჭეიშვილი დაიბადა 1871 წლის 21 თებერვალს სოფელ ქვიტირში. (წყალტუბოს რაიონი) პირველი დაწყებითი განათლება შინ მიიღო, ხოლო საშუალო, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1892 წელს. ამავე წლის 2 ოქტომბერს შევიდა აფთიაქის მოწაფედ. 1895 წელს გამოცდები ჩააბარა აფთიაქის თანაშემწის ხარისხის მოსაპოვებლად ხარკოვის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივში ძალზედ მწირი საარქივო მასალები მოიპოვება, მაინც 1817 წლამდე საქართველოში გამომავალი პრესის ფურცლებიდან ვგებულობთ, რომ ხარკოვის უნივერსიტეტში ნაყოფიერ მეცნიერულ–პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა პროფ. პარმენ ჭეიშვილი, რომლის შესახებაც სამეცნიერო ფარმაცევტულ ლიტერატურაში მცირე ცნობები მოგვეპოვება.

- თუ შეიძლება გვიამბეთ მასზე შედარებით დაწვრილებით.

პროვიზორის თანაშემწის წოდების მიღების შემდეგ 1896–1900 წლებში პ. ჭეიშვილი პრაქტიკას გადიოდა რუსეთის სხვადასხვა დიდი ქალაქების აფთიაქებში. 1900 წლის შემოდგომაზე შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტთან არსებულ კურსზე, რომლიც წარჩინებით დაამთავრა 1902 წელს. ცოდნის შემდგომი გაღრმავების მიზნით 1902–1904 წლებში მუშაობდა ხარკოვის უნივერისტეტის ფარმაცევტულ ლაბორატორიაში. 1904 წელს ჩააბარა გამოცდები და ბრწყინვალედ დაიცვა ფარმაციის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.

1905–1907 წლებში პ. ჭეიშვილი მიემგზავრება საზღვარგარეთ და სწავლას განაგრძობს ჟენევის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე; ჟენევიდან იგი გადადის და სწავლას აგრძელებს გრენოლის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე.აქვე იგი იცავს დისერტაციას და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

პ. ჭეიშვილი, განაგრძობს რა სამეცნიერო–კვლევით მუშაობას, უკვე როგორც ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, იგი კიდევ უფრო ინტერესდება და ღრმად წვდება ფარმაცევტულ საპროფილო დისციპლინაში სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში. 1909 წლის ოქტომბერში ხარკოვის უნივერსიტეტიდან არსებულ სამედიცინო ფაკულტეტზე წარმატებით იცავს ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს თემაზე: ‘’ მანგანუმმჟავა კალიუმის მარილთა ხარისხის აღდგენითი თვისებების შესწავლა გოგირდმჟავასა და გოგირდმჟავას მარილების თანაობისას“.

1911 წლის შემოდგომიდან პროფ. პ. ჭეიშვილი ცოდნის შემდგომი გაღრმავების მიზნით გადადის მოსკოვში და განაგრძობს მუშაობას ანალიზური ქიმიის ინსტიტუტსში პროფ. ნასტიუკოვთან. 1912 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის პროპესორთა საბჭო პ. ჭეიშვილს ირჩევს ფარმაციის და ფარმაკოგნოზიის კათედრაზე ფრივატ–დოცენტად. 1912 წლის 12 დეკემბერს კონკურსით არჩეული იქნა ექიმთა საზოგადოების კათედრის პრივატ–დოცენტად.

1913 წლის 14 თებერვალს ხარკოვის უნივერსიტეტში ქართული სამეცნიერო–სალიტერატურო წრის თავჯდომარედ აირჩიეს დ. უზნაძე, მდივნად ჩხეიძე. მოხსენებით, აღნიშნული წრის მნიშვნელობაძე გამოვიდა სტუდენტი ა. წერეთელი. კრებამ აირჩია წესდების შემუშავებული კომისია, რომელიც დასამტკიცებლად უნდა წარდგინებოდა რექტორს. კრებამ ერთსულოვნად დაავალა პროფესორ პ. ჭეიშვლის...

ქართველი სტუდენტობა პროფ. პ. ჭეიშვილის ხელმძღვანელობით მუდამ უდიდესი გულისხმიერებით ემსახურება ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, რაც ჩვენს სამშობლოს აღელვებდა სასიხარულო თუ სამწუხარო იქნება იგი. ჭირსა თუ ლხინში მუდამ მხარში ედგა თავის ერს, ქართველ ხალხს. აკაკი წერეთლის გარდაცვალებით დიდ მწუხარებაში პ. ჭეიშვილი თანაუგრძნობდა მათ... " ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია პირადად დავესწრო და უკანასკნელად მიხლი მოვიდრიკო მოეტ აკაკი წერეთვლის ნეშტთან პროფ. პარმენ ჭეიშვილი."

1918 წლის 17 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტის რექტორს მოსთხოვა წარედგინა 1918–1919 სასწავლო წლის პერიოდში სასწავლო საგნებისა და პედაგოგოს დასახელება.

1918-1919 ს/წ შემოდგომის სემესტრში სამათემატიკო–საბუნებისმეტყველო და საექიმო ფაკულტეტზე უნდა განხილულიყო და წაკითხულიყო ლექციები 12 დისციპლინაში. მათ შორის იყი: მარმაცია და ფარმაკოგნოზია (ლექტ. პროფ. ი. ქუთათელაძე); ფარმაკოლოგია (პროფ. პ. ჭეიშვილი და პროფ. ვ. მოსეშვილი); ანატომია (პროფ. ა. ნათიშვილი პროფ. ნ. კახიანი); ფიზიოლოგია (პროფ. მოსეშვილი და პროფ. ი. ბერიტაშვილი) და 8 საგანი, რომელიც საერთო იყი ამ ფაკულტეტების ყველა სტუდენტისტვის.

1913 წლის 3 იანვარს სამკურნალო ფაკულტეტის წარდგინებით ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ პროფესორთა საბჭომ დაამტკიცა პროფესორი პარმენ ჭეიშვილის კანდიდატურა...

1919 წლის 17 აპრილს განათლების სამინისტროს სთხოვეს უნუვერსიტეტის რექტორი, პროფესორთა საბჭოს მიერ არჩეული პროფესორები სასწრაფოდ ყოფილიყვნენ გამოძახებულები საქართველოში. მათ შორის იყი პ. ჭეიშვილი. პროფესორი პ. ჭეიშვილი ამ მოწვევის საპასუხოდ არ ჩამოსულა საქართველოში, მიზეზი არ ჩამოსვლის უცნობია.

1921 წელს უნივერსიტეტის რექტორი კვლავ იწვევს პ. ჭეიშვილს თბილისის უნუვერსიტეტში არსებულ სასანიტარო ინსტიტუტის საფარმაციო და საფარმაკოგნოზია განყოფილებების გამგედ. როგორც ირკვევა, პროფ. პ. ჭეიშვილი, თბილისში ჩამოსულა 1923 წლის აგვისტო–სექტემბერში. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან სათანადო შეთანხმების შემდეგ, პირადი საქმეების მოგვარების მიზნით კვლავ დაბრუნებულა ხარკოვში, რათა მოეხდინა სამოსწავლეო და სამეცნიერო ლაბორატორიული მოწყობილობების გამოგზავნა საქართველოში. სწორედ ამ დროს ის უეცრად ავად გახდა და საუბედუროდ გარდაიცვალა. ეს ლაბორატორიული მოწყობილობები, რკინიგზის დაწესებულებაში იყო გამოუსყიდელი. მხოლოდ პროფ. ალექსანდრე ალადაშვილის თაოსნობით მოხერხდა მათი გამოტანა და გადაცემა უნუვერსიტეტისატვის. ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეძლება არ შევეხოთ ერთ საითხს: პროფ. პ. ჭეიშვილის წერილს, რომლითაც მან მიმართა უნივერსიტეტის გამგეობას.წერილში აღნიშნულია მოკლე მიმოხილვა პროფ. პ. ჭეიშვილის საქართველოში დაბრუნებისა და იმ ლაბორატორიული ქონების გაცემაზე... "მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უნუვერსიტეტი, როგორც ერის აზრისა და სინდისის უმაღლესი გამოხატულება, შევა ჩემს უმწეო მდგომარეობაში, ვინაიდან მე სრულიად უსახსროდ ვარ. მოკლე ხანში მე დავკარგე ორი შვილი და არავინ არ მყავს არც მფარველი, არც მზრუნველი. რომ სამშობლოს უნუვერსიტეტი არის სრულიად ბუნებრივი მემკვიდრე პროფ. პ. ჭეიშვილის სასწავლო იარაღებისა. მე ეს აგრეთვე ბუნებრივად მიმაჩნია და მე არ ვკადრებ ახალ უნივერსიტეტს, არც ჩემი შვილის ხსოვნას, რომ მივმართო კანონის მიერ ნაჩვენებ გზას. ამრიგად, მე ვთხოულობ უნივერსიტეტის დახმარებას, რა გზითა და სახითაააც მას აირჩევს თვითონ უნივერსიტეტი, დომენიკე ჭეიშვილი. 26.4.11926."

1926 წლის 26 აპრილს, უნივერსიტეტის გამგეობამ განიხილა განსვენებული პროფ. პ. ჭეიშვილის დედინაცვლისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება: "დაადგინა: მიეცეს განსვენებული პროფესორის პ. ჭეიშვილის დედინაცვალს 200 მანეთი და დახმარება სპეციალური ფონდიდან".

პროფ. პ.ჭეიშვილის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის თემატიკა ძირითადად მიმართული იყო ანალიზურ ქიმიასა და ფარმაკოლოგიაში ჩართულ სამუშაოებზე, რომელსაც, უცხოურ სპეციალურ ლიტერატურაში აქვეყნებდა რუსულ და უცხო ენებზე. ასეთი შრომების რიცხვს მიეკუთვნება: "დნობის ტემპერატურის განსაზღვრა", "აზბესტის კატალიზური თვისებები", "ხელსაწყო მყარი ცხიმებისა და ცვლილებების დნობის ტემპერატურების განსაზღვრისთვის", "კატალიზატორულ ნივთიერებაში კალიუმის პერმანგანატის ხსნარების აღდგენითი თვისებების შესწავლა". "მანგანუმმჟავაკალიუმის ნეიტრალური ხსნარების აღმდგენლობის შესწავლა გოგირდმჟავას საშუალო მარილების სხვადასხვა კონცენტრაციის თანაობისას" და სხვა.

 

 

- პროფ. პ.ჭეიშვილი გარდა სამეცნიერო მოღვაწობისა თუ ეწეოდა სხვა სახის საქმიანობას? მაგალითად ქველმოქმედებას...

- რა თქნმა უნდა ცალკე უნდა ავღნიშნოთ პროფ. პ. ჭეიშვილის მოღვაწეობა, როგორც ქველმოქმედის საქმიანობა თავისი ხალხისადმი, თავისი საფიცარი სამშობლოს წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით , საცნობარო ლიტერატურაში ძალზე მცირედი ცნობებია მოცემული. საქართველოს საიმფორმაციო საშუალებით ცნობილი იყო, რომ 1911 წელს, სოპელ ქვიტორში, თვალსაჩინო ადგილას (სოფლის შუაგულში) ააგეს წმინდა გიორგის ეკლესია. აღნიშნული ეკლესიის სააღმშენებლო კომიტეტს ხელმძღვანელობდა ალაღუჩინი დავით ივანეს–ძე ნასარიძე. ეკლესიის მედავითნე ყოფილა მიხეილ ოტიას–ძე ჭეიშვილი. ჩვენთვის მეტად საინტერესოს წარმოადგენს დავით ნასარიძის წერილი, რომლითაც იგი მიმართავდა გაზეთ “კოლხეთიც“ რედაქტორს: “ქალაქ ხარკოვში მცხოვრებმა ფარმაციის მაგისტრმა, პარმენ ივანეს–ძე ჭეიშვილმა და მისმა მეუგლემ, ეკლესიას შემოსწირეს ათას მანეთამდე ღირებული ხუთი ოქროში დაფერილი ვერცხლის ხატი: 1)ივერიის ღვთისმშობლის: 2) ყაზანის ღვთისმშობელი 3) მაცხოვრის; 4) წმ. ნიკოლოზის; 5) წმ.გიორგის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სიმაღლე. 2 2/4 არშინი აქვს. დანარჩენი კი, უფრო ნაკლები ზომაა. სოფლის ეკლესიისთვის ამ უხვმა შემოწირულობამ აღტაცებაში მოიყვანა ადგილობრივი კრებული და მრევლი, რომელშიც შემომწირველთა გულითადსა და უხვ მადლობას უძღვნიან“.

პროფ. პ. ჭეიშვილის უბრალოებაზე, სისადავეზე, გაჭირვებულთა და სწავლამოწყურებულთა დახმარებაზე, საკმაოდ ვრცელ მასალას აქვეყნებდა 1913 წელს გაზეთი "ივერია" მე–13 ნომერში: ‘’რომ იგი შეძლების –პატრონია–უბრალოდ, უბრალოდ ხელმოკლე კაცივით ცხოვრობს.თავაზიანი, გულშემატკივარი, შემწე ფულით, სწავლით და გზაზე დაყენებით. აი, რითი ხასიათდება ჩვენი თანამემამულე’’. შემდგომ წერილში მითითებულია, რომ პროფ. პ. ჭეიშვილი შესაფერი პატივით და ღიმილით ღებულობდა მოსულს, უმასპინძლდებოდა, ამხნევებდა, ართობდა ვის ტანისამოსით ასაჩუქრებდა, ზოგს ბინის შოვნაში ეხმარებოდა, სამშობლოში გამომგზავრებაში ეხმარებოდა და სხვა. განსაკუთრებით ყურადგებას აქცევდა იმათ, ვინც გამოცდების ჩასაბარებლად ჩამოდიოდნენ ხარკოვში.საუბარია იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდა ხაროვში მოსწავლე სტუდენტებს და ფარმაცევტებს, რომელთაც ხელს უმართავდა ფულით და ასაქმებდა. როგორც წერილშია აღნიშნული პროფ. ჭეიშვილი შეუდარებელი ყოფილა. იგი ლექციების დაწყების წინ მისი მსმენელების ფსიქოლოგიას, მათ ცოდნას შეიტყობდა და შემდეგ შეუდგებოდა ლექციის კითხვას. მისი ლექცია არასოდეს ყოფილა გაუგებარი და მოსაწყენი. ლექცია ბრწყინვალე ყოფილა არამარტო მდიდარი და ღრმა შინაარსით, გასაგები და ყველასათვის მისაწვდომი ენით, გაუმჯობესებული მეთოდით რაც მან პირველად შემოიღო უნივერსიტეტში და ქალთა საექიმო ინსტიტუტში, არამედ იმით, რომ ის დანიშნულ დროს არ უყურებდა, ყურადღებას აქცევდა მსმენელებს, მათ სურვილს ვინ რა ვერ გაიგო და ხშირად 1 საათის მაგივრად, 1–2 საათს რჩებოდა მსმენელებთან. გატაცებით ურჩევდა, უხსნიდა, იმეორებდა იმას რაც გაუგებარი რჩებოდა. ამისათვის მსმენელები მას დიდი ნდობით, პატივისცემით ეპყრობიან და ‘’ჩვენს მამაოს’’ უწოდებენ. აი ასეთი იყო მისი როგორც პედაგოგ სწავლულის საგაზეთო დახასიათება.

ჭეშმარიტი მამულიშვილი, თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული პროფ. პ. ჭეიშვილის მეცნიერულ–პედაგოგიური მოგვაწეობა ფართო კვლევას იმსახურებს რათა მას ღირსეული ადგილი დავუმკვიდროთ ქართული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში.

ესაუბრა მაგდა ხარაძე, არმინე ავაქიან

გამოქვეყნებულია 12-11-2011