ტრენინგები

 საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქიმიის მასწავლებელთათვის ატარებს ტრენინგს „ქიმიური ექსპერიმენტის თეორიული ასპექტები“.

ტრენინგის მიზანია:

  1. ქიმიური ექსპერიმენტის თეორიული ასპექტების გაცნობა
  2. ქიმიური ექსპერიმენტის დაგეგმვა
  3. დასმული ამოცანის მიხედვით ქიმიური ექსპერიმენტული მეთოდის შერჩევა
  4. დასმული ამოცანის მიხედვით ქიმიური დანადგარების შერჩევა
  5. ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობის წესების გაცნობა
  6. ქიმიური ექსპერიმენტის დღიურის წარმოების გაცნობა

ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 საათი

ტრენინგის ფორმატი:  4 საათი  მეცადინეობა,  1 საათი ყავის შესვენება

ტრენინგის კომპონენტები:

  • პრეზენტაცია (1 საათი)
  • სემინარი - (1 საათი ) - პრეზენტაციაზე განხილული მასალების ადაპტაცია პრაქტიკულ ამოცანებში, დავალებების განაწილება ქვეჯგუფებში
  • დამოუკიდებელი მუშაობა (1 საათი,) - მონაწილეთა ქვეჯგუფები შეასრულებენ მოცემულ დავალებას
  • განსჯა - (1 საათი) - თითოეული ქვეჯგუფი წარადგენს საკუთარ ვერსიას, შედგება მისი განსჯა.

ტრენინგების მონაწილეები მიიღებენ:

  1.  სატრენინგო მასალებს (პრეზენტაციის კრებულებს, სავარჯიშო მასალებს)
  2.  სატრენინგო მასალებსა და სახელმძღვანელოებს ელექტრონულად (CD დისკი)
  3.  ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობაა 15-20.

 

ტრენინგის ღირებულება: 120 ლარი; ასოციაციის წევრები მიიღებენ 30%-იან ფასდაკლებას.

რეგისტრაციის დასრულება: რეგისტრაცია მუდვივად გაგრძელდება. 

ტრენინგის დაწყება: ტრენინგი დაიწყება ჯგუფის შედგენისთანავე.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.

ჩატარების ადგილი: გამოქვეყნდება მოგვიანებით.
მისმართი: გამოქვეყნდება მოგვიანებით

საკონტაქტო პირი: თეა მათითაიშვილი t.matitaishvili@agruni.edu.ge. ტელ: 595 63 66 76