იონური ნაერთების დასახელება (ნომენკლატურა)

იონური ნაერთები მოიცავენ კატიონებს (დადებითად დამუხტულ იონებს) და ანიონებს (უარყოფითად დამუხტულ იონებს). ასეთი ნაერთების დასახელება შედგება კატიონებისა და ანიონების დასახლებებისაგან.

 

  • რომაული ციფრები

მეტალის ან სხვა კატიონის შემდეგ ფრჩხილებში რომაული ციფრით აღინიშნება კატიონის ჟანგვითი რიცხვის მნიშვნელობა. იგი ძირითადად გამოიყენება პოლივალენტურ მეტალებთან (იხ. ცხრილი).

Fe2+  რკინა (II)

Fe3+ რკინა (III)

Cu+ სპილენძი (I)

Cu2+სპილენძი (II)

 

  • სუფიქსები "-ოვანი" და "-ის"

კატიონის დაჟანგვის ხარისხის აღსანიშნავად რომაულ ციფრებთის ნაცლვად  შეიძლება გამოიყენული იქნეს სპეციალური სუფიქსები (ბოლოსართები). მცირე ვალენრობის აღსანშნავად გამოიყენება "-ოვანი" , ხოლო მაღალი ვალენტობის აღსანიშნავად - "-ის". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დასახელებებში ასეთ დროს გამოიყენება ელემენტის ლათინური დასახელება (მაგალითად Ferrous, Cupprous, Iron  Copper ნაცვლად). ქართულ ენაში სუფიქსები ემატება ელემენტების ქართულ დასახელებებს.

Fe2+  რკინოვანი

Fe3+ რკინის

Cu+ სპილენძოვანი

Cu2+სპილენძის

 

  • სუფიქსი "-იდ"

ერთი ელემენტის შემცველ ანიონის დასახელება ბოლოვდება სუფიქსზე "იდი"

 

H- ჰიდრიდი

F- ფტორიდი

O2-  ოქსიდი

S2- სულფიდი

N3- ნიტრიდი

P3-  ფოსფიდი

 

  • სუფიქსები "-იტი" და "-ატი"

სუფიქსები იტი და ატი გამოიყენება ისეთი მრავალატომიანი ანიონების აღსანიშნავად, რომლებიც ჟანგბადის ატომსაც მოიცავენ. როდესაც ელემენტი წარმოქმნის ორგვარ ჟანგბადის შემცველ ანიონს (ოქსიანიონს), მაშინ ნაკლები ჟანგბადის ატომების შემცველობისას გამოიყენება დაბოლოვება "იტი", ხოლო ჟანგბადის მაღალი შემცველობისათვის კი -  "ატი":

 

NO2- ნიტრიტი

NO3-  ნიტრატი

SO32- სულფიტი

SO42- სულფატი

 

 

  • პრეფიქსები "ჰიპო-" და "პერ-"

იმ შემთხვევაში, თუ ელემენტი წაქმოქმნის 4 ოქსიანიონს, მაშინ "იტი" და "ატი" სუფიქსებთან ერთად დამატებით გამოიყენება წინსართები "ჰიპო" და "პერ" და აღნიშნავენ ყველაზე მცირე და ყველაზე მეტ  ჟანგბადის არსებობას.

ClO- ჰიპოქლორიტი

ClO2- ქლორიტი

ClO3- ქლორატი

ClO4-პერქლორატი

 

 

  • პრეფიქსები "ბი-" და "დიჰიდრო"

მრავალატომიანი ანიონები ზოგჯერ მოიცავენ წყალბადის ერთ ან რამდენიმე ატომსაც. ასეთი ანიონები სახელდება წინსართის "ჰიდრო" და "დიჰიდრო" დამატებით. ლიტერატურაში ასევე შეიძლება ჯერ კიდევ შეგხვდეთ მოძველებული დასახელება, როდესაც ერთი წყალბადის რაოდენობის აღსანიშნავად გამოიყენებოდა წინსართი "ბი".

HCO3- ჰირდოკარბონატი (ან ბიკარბონატი)

HSO4- ჰიდროსულფატი (ბისულფატი)

H2PO4- დიჰიდროფოსფატი