სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე მასალები“

2010 წლის 17–18 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო-ტქნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულმა კონფერენცია "ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე მასალები".

 

 კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი ონიანმა, რომელმაც ისაუბრა ასეთი ხასიათის საერთაშორისო ფორუმების აუცილებლობაზე და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს.

 

პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში: კვების,ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, მსუბუქი მრეწველობის,ქიმიური მასალების მიმართულებით. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ჩეხეთის რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან, ჰოლანდიიდან, სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კვების მრეწველობის თანამედროვე ტექნოლოგიების სექციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ჩეხეთის რესპუბლიკიდან, პროფესორმა იან ხრაბემ აღნიშნა, რომ ამგვარი სამეცნიერო ურთიერთობები სასარგებლოა კვების მრეწველობაში არსებული პრობლემების განსაზღვრისა და მათი შემდგომი გადაწყვეტის გზების ძიებისათვის.  

 

კონფერენციის მსვლელობის ამსახველი ფოტო მასალა

 

 

 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას