შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მაინტერესებს რეაქციის გიბსის პოტენციალის სტანდარტული ცვლილების ზუსტი არსი. როდესაც განმარტებაში წერია, რომ ეს არის მდგომარეობა როცა თითოეული ნივთიერების კონცენტრაცია არის 1მოლი/ლ, ამაში რა იგულისხმება კონკრეტულად? ანუ რა განსხვავებას გავლენას ახდენს რეაგენტების კონცენტრაცია გიბსის პოტენციალზე თუ მაინც 1 მოლი ნივთიერების გარდაქმნის ან წარმოქმნის ცვლილებას ვითვლით?ანუ რა მნიშვნელობა აქვს რეაგენტების საწყის კონცენტრაციას , თუ მაინც 1 მოლი პროდუქტის წარმოქმნის გიბსის ცვლილებას ვითვლით?
გიორგი ტაბატაძე

პასუხი:.

სტანდარტული გიბსის ენერგია 1 მოლისათვის არის, რადგან სტანდარტული ნიშნავს ყველასათვის ერთნაირ პირობებს და ამ პირობებში ცხრილურ მონაცემებს. როდესაც რეაქციის გიბსის ენერგიას ვითვლით ვითვალისწინებთ პროდუქტებისა და საწყისი ნივთიერების რაოდენობებს კოეფიციენტების საშუალებით.

შეკითხვას პასუხობს: ვახტანგ კურცხალია

 

 

 

ჩვენი სტუმარი

ჯული ჯიხვაშვილი

საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მეგობრების ყოლა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა წარმატების მისაღწევად...

 

 

სწრაფი ბმულები