ქიმიის ონლაინ სკოლა "ზურგჩანთა"
შინაგანაწესი
სკოლის მიზნები, სასწავლო პროგრამები, სწავლების ფორმატი და მოსწავლეთა შეფასების სისტემა.
ქიმია
VII–XII კლასები
ქიმია
გაღრმავებული კლასი
შინაგანაწესი და სასწავლო პროცესი
გაეცანი სკოლის მიზნებს, სწავლების ორგანიზებას, პროგრამებსა და შეფასების წესებს.
- სკოლა „ზურგჩანთა“ არის ონლაინ პლატფორმის ქიმიის სპეციალიზებული სკოლა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაცია სხვადასხვა აქტივობებით (სამეცნიერო-პოპულარული საჯარო ლექციები, ოლიმპიადები, ვიქტორინები და ა.შ.).
- მიზნის მისაღწევად სკოლა ამ საგნით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის გთავაზობთ ქიმიის სტანდარტულ და გაღრმავებულ სასწავლო კურსებსა და სასწავლო რესურსებს.
- სკოლაში სწავლა უფასოა და ემყარება მოსწავლეთა და მასწავლებელთა კეთილ ნებას.
- სკოლის მიერ განხორციელებულ აქტივობებში (გაკვეთილები, ტესტები, საჯარო ლექციები, ოლიმპიადები და სხვა) მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
- ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ კლასში ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს ელექტრონული ფოსტით სკოლის ადმინისტრაციისგან და ჩაირიცხებიან შესაბამის ჯგუფში.
- მეცადინეობები ტარდება ხუთი ასაკობრივი ჯგუფისათვის (მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასები) და ერთი გაღრმავებული სასწავლო პროგრამის მსმენელებისთვის.
- მეცადინეობები ტარდება ონლაინ ფორმატში Zoom-ის ან Google Meet-ის პლატფორმის გამოყენებით.
- სწავლა იწყება ოქტომბერის პირველ ორშაბათ დღეს და მთავრდება 30 მაისს.
- ასაკობრივ ჯგუფებში მეცადინეობები ტარდება კვირაში ორი საათი დატვირთვით (იხ. გაკვეთილების ცხრილი ).
- სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა მჭიდრო კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, თუმცა დასაშვებია გარკვეული საკითხების უფრო ღრმა და საფუძვლიანი სწავლება (იხ. პროგრამა ).
- გაღრმავებული სწავლების მიზანია მოსწავლეების მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის.
- ქიმიაში გაღრმავებული სწავლების ჯგუფში მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, სამ ცალკეულ დისციპლინად: არაორგანული და ანალიზური ქიმია, ფიზიკური და კვანტური ქიმია, ორგანული და ბიოორგანული ქიმია.
- ასაკობრივ და გაღრმავებულ სასწავლო ჯგუფებში სწავლების არჩევანს აკეთებს თავად მოსწავლე და არ არის დამოკიდებული მის ასაკზე.
- მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე პროგრამაზე რეგისტრაცია.
- ასაკობრივ ჯგუფებში სწავლების მეთოდებია გაკვეთილი, სემინარი (პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა) და შუალედური შეფასების ამოცანების გარჩევა.
- გაღრმავებული სწავლების ჯგუფში სწავლების მეთოდია საერთაშორისო ოლიმპიადების ამოცანების ამოხსნის მეთოდებისა და შესაბამისი თეორიული საკითხების განხილვა.
- მოსწავლეთა შეფასება წარმოებს შუალედური და ფინალური გამოცდების საშუალებით.
ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“
დაიწყე სწავლა
მზად ხარ ახალი ცოდნისთვის?
აირჩიე სასწავლო პროგრამა და შემოგვიერთდი ონლაინ სკოლაში.