არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
10. მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.2. პლატინის ჯგუფის მეტალები
18 კითხვა- რომელი მეტალებია გაერთიანებული პლატინის ჯგუფში? რა ნიშნით არიან გაერთიანებული ეს მეტალები პლატინის ჯგუფში? როგორია მათი გარე გარსის ელექტრონული კონფიგურაციები?
- როგორია პლატინის ჯგუფის მეტალების ჟანგვითი რიცხვები ნაერთებში? ამ მეტალებიდან რომელი წარმოქმნის ნაერთებს ჯგუფის ნომრის ტოლი ჟანგვითი რიცხვით?
- გავრცელების მიხედვით, რომელ მეტალებს მიაკუთვნებენ პლატინის ჯგუფის მეტალებს? რომელ მადნებშია გაბნეული ამ ჯგუფის მეტალები?მათთან ერთად კიდევ რომელ მეტალებს შეიძლება შეიცავდეს ეს მადანი?
- როგორ შეიძლება გადავიყვანოთ ხსნად მდგომარეობაში პლატინის ჯგუფის მეტალები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.
- რომელი ოქსიდია პლატინის ჯგუფის მეტალების ოქსიდებს შორის ყველაზე მდგრადი?
- როგორ თვისებებს ამჟღავნებს OsO4 ტუტეებთან და ტუტე მეტალების ფთორიდებთან რეაქციებში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რომელ ოქსიდამდე აღდგება OsO4? რა გამოყენება აქვს ამ ოქსიდებს?
- როგორ ბუნებას ავლენს RuO4? შეადარეთ ერთმანეთს OsO4-ის და RuO4-ის მდგრადობა. დაწერეთ RuO4-ის დაშლის რეაქცია. რა პირობებში იშლება ეს ოქსიდი?
- როგორი ჟანგვითი რიცხვები ახასიათებთ, ძირითადად, ნაერთებში Ru-სა და Ir-ს? პლატინის ჯგუფის რომელი მეტალი გამოირჩევა განსაკუთრებული მდგრადობით?
- პლატინის რომელი ნაერთი ხასიათდება ყველაზე ძლიერი მაფთორირებელი უნარით?
- პლატინის ჯგუფის რომელი მეტალია ამ მეტალებს შორის ყველაზე აქტიური? პლატინისა და ირიდიუმისაგან განსხვავებით, რაში იხსნება ეს მეტალი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- რომელი ტიპის კომპლექსნაერთებს წარმოქმნის პლატინის ჯგუფის მეტალები? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები.
- ირიდიუმის რომელი ნაერთი წარმოადგენს გამოსავალ ნივთიერებას ირიდიუმ(III)-ის ნაერთების მისაღებად?
- როდიუმის რომელი უხსნადი კომპლექსის წარმოქმნა იძლევა საშუალებას მისი პლატინის ჯგუფის სხვა მეტალებისაგან დასაცილებლად? როგორ მიიღება ამ ნაერთებიდან მეტალური როდიუმი?
- რომელ კომპლექსნაერთებში შედის ერთდროულად კატიონის და ანიონის შემადგენლობაში Pt(II) და Pd(II)? როგორ მიიღება ეს ნაერთები?
- როდიუმის და ირიდიუმის რომელი ნაერთები ჟანგავს ქლორს და აზოტ(II)-ის ოქსიდს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- პლატინის რომელ ნაერთს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიკანცეროგენური აქტიურობა? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულა.
- რა გამოყენება აქვს პლატინის ჯგუფის მეტალებს?
