APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელექტრონული წიგნი

არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში

10. მე-10 ჯგუფის ელემენტები / 10.2. პლატინის ჯგუფის მეტალები

კითხვა 17 / 18
პლატინის რომელ ნაერთს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიკანცეროგენური აქტიურობა? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულა.
პასუხი

Pt(II)-ისადა Pd(II)-ისთვის დამახასიათებელია ნეიტრალური კომპლექსებიც [E(NH3)2]X2 (X = Clˉ, Brˉ, NO2-). ამ ტიპის ნაერთებისათვის დამახასიათებელია ცის- და ტრანს-იზომერია. მაგალითად, [Pt(NH3)2Cl2]-ს შეესაბამება ორი სრულიად განსხვავებული თვისებების ნაერთი - ნარინჯისფერი ცის-იზომერი და ყვითელი ტრანს-იზომერი. ცის-იზომერს, ტრანს-იზომერისაგან განსხვავებით, მკვეთრად გამოხატული ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.

ცის-იზომერი

ტრანს-იზომერი

ქვეთავის ყველა კითხვა