კითხვა 6 / 18
როგორ თვისებებს ამჟღავნებს OsO4 ტუტეებთან და ტუტე მეტალების ფთორიდებთან რეაქციებში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
პასუხი
OsO4 წყალში კარგად იხსნება, მაგრამ მჟავა არ მიიღება. მჟავა ბუნებას ამჟღავნებს ტუტეებთან და ტუტე მეტალების ფთორიდებთან რეაქციებში:
2 KOH + OsO4→ K2[OsO4(OH)2]
2 KF + OsO4→ K2[OsO4F2]
