ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| uniaxial nematic mesophase, N or Nu | ცალღერძიანი ნემატური მეზოფაზა, N ან Nu |
| polymer chemistry | პოლიმერების ქიმია |
Mesophase formed by a non-chiral compound or by the racemate of a chiral compound in which the spatial distribution of the molecular centers of mass is devoid of long-range positional order and the molecules are, on average, orientationally ordered about a common axis defined as the director and represented by the unit vector n. Note 1: See Fig. for an illustration of the molecular organization in a uniaxial nematic mesophase. Note 2: The unit vector, n(See Fig..) Note 3: The direction of n is usually arbitrary in space. Note 4: The extent of the positional correlations for the molecules in a nematic phase is comparable to that of an isotropic phase although the distribution function is necessarily anisotropic. Note 5: From a crystallographic point of view, the uniaxial nematic structure is characterised by the symbol D¥h in the Schoenflies notation (¥/mm in the International System). Note 6: Since the majority of nematic phases are uniaxial, if no indication is given, a nematic phase is assumed to be uniaxial but, when there is the possibility of a biaxial as well a uniaxial nematic, a uniaxial phase should be denoted as Nu. Fig. A representation of the molecular organization in a uniaxial nematic mesophase. |
მეზოფაზა, რომელიც წარმოიქმნება შორს მანძილზე პოზიციურად მოუწესიგებელი მოლეკულური მასის ცენტრების სივრცითი განაწილების მქონე არაქირალური ნაერთით ან ქირალური ნაერთის რაცემატით. მასში მოლეკულები ძირითადად ორიენტირებულად არიან განლაგებული საერთო ღერძის გარშემო, რომელიც წარმოადგენს ერთეულოვანი ვექტორს n და ეწოდება მიმმართველი. შენიშვნა 1: იხილეთ ნახ. ცალღერძიანი ნემატური მეზოფაზის მოლეკულური ორგანიზაციის ილუსტრაციისთვის. შენიშვნა 2: ერთეულოვანი ვექტორი, n (იხ. ნახ..) შენიშვნა 3: როგორც წესი, n-ის მიმართულება თვითნებურია სივრცეში. შენიშვნა 4: ნემატურ ფაზაში მოლეკულების პოზიციური კორელაციების მასშტაბი შედარებადია იზოტროპული ფაზის მასშტაბთან, თუმცა განაწილების ფუნქცია აუცილებლად ანიზოტროპულია. შენიშვნა 5: კრისტალოგრაფიული თვალსაზრისით, ცალღერძიანი ნემატური სტრუქტურა გამოისახება სიმბოლოთი D¥h შიონფლისის აღნიშვნების სისტემაში (¥/mm საერთაშორისო სისტემაში). შენიშვნა 6: რადგან ნემატური ფაზების უმეტესობა ცალღერძიანია, თუ მითითება არ არის მოცემული, ნემატური ფაზა ცალღერძულად ითვლება, მაგრამ როდესაც არსებობს როგორც ორღერძიანი, ასევე ცალღერძიანი ნემატური ფაზის არსებობის შესაძლებლობა, ცალღერძიანი ფაზა უნდა აღინიშნოს, როგორც Nu. სურ. მოლეკულური ორგანიზაციის წარმოდგენა ცალღერძიან ნემატურ მეზოფაზაში. |
| Source | წყარო: R. G. Jones and Union, Compendium of polymer terminology and nomenclature : IUPAC recommendations 2008. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2009. |
|







