სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია "თაკოს ფონდის" გრანტიორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ოლღა ღლონტი



 

 

მე ყველაზე წითელი ნაერთი ვიქნებოდი

-პირდაპირ ასეთი კითხვით დავიწყებ, როგორ ფიქრობ, რამდენად ღირსეულია ამბიციური ადამიანი?

-თავის თავისთვის ამბიციური ადამიანები ღირსეულები არიან. მაგრამ შენი ამბიცია შენს ინტელექტს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა შენი თვითდაჯერება შენს განათლებაზე ოდნავ მაღალი უნდა იყოს. მაგალითად მე მჭირდება თვითდარწმინება, უფრო უკეთ რომ გამოვხატო ჩემი ცოდნა, ჩემს თავს მივცე მეტი გასაქანი. ამბიცია ცოტა მეტი ვიდრე ცოდნა.

 

-და ქიმია, როგორც მეცნიერება, რამდენად ამბიციურია?

- მე არაქიმიკოსები  მეუბნებიან, რომ ეს საგანი არის მიუწვდომელი. ქიმია რომ გიყვარდეს, სხვანაირი უნდა იყო.  ქიმია თვითონაა ამბიცია.

 

- შენ რომელ სპექტრში ირეკლავ?

- ჯერ იმაზე დავფიქრდები რომელში ვშთანთქავ…(იცინის დიდ ხანს). მე მიყვარს რეზო და მისი საგნები, არკვლები და შთანთქმები. მგონი მე ჯერ ხილულ სპექტრში არ ვირეკლავ, არაფერი ხილული და ხელშესახები არ გამიკეთებია, მარა უფრო ზევით, თუ უფრო ქვევით საინტერესოა… ჩვენი კარიერა ასე ვითარდება, დაბალ ენერგიაზე ვართ სტუდენტები, მერე როცა ამ ცოდნის გამოყენებაზე გადავალთ ხილულ სპექტრში ვართ, და მერე უფრო - ღრმა ენერგიებში.

 

- თაკოს ფონდის სტიპენდიამ თვითდაჯერება გაგიზარდა?

- მე სულ მეგონა, რომ ჩემი ცოდნა, შრომა და კარგი შედეგები არ ჩანდა. ცოდნის მიღება  თავისთავად არის მოტივაცია, მაგრამ ამ სტიპენდიამ მაჩვენა, რომ, თურმე ჩანს რასაც ვაკეთებ. ძალიან გამახარა იმან, რომ ოჯახი, რომელიც არის შორს და ვერ ადევნებს თვალს ჩემს ყოველდღიურობას ჩემით გახდა ამაყი. ამასთან, ყველა სტუდენტს უნდა საკუთარი სწავლის საფასური ისევ თავისივე ცოდნით გამოიმუშავოს, როცა ეს გამოგდის ძალიან მაგარია. ეს ყველაფერი საბოლოოდ უფრო მეტ განათლებამდე მიმიყვანს, ჩემს ყველა რესურს ისევ მეტი ცოდნის დაგროვებაში დავაბანდებ.

 

- რომელი ქიმიაა შენი ქიმია?

- მე ძალიან მიყვარს ანალიზური ქიმია. გამოთვლებით რაღაც უცნობის დადგენა, პასუხის პოვნაა. მომავალსაც ასე ვხედავ, რომ სადღაც ლაბორატორიაში ჩემთვის ვაკეთებ ანალიზებს.

 

- ელექტროფილი ხარ თუ ნუკლეოფილი??

- მე ძალიან მიყვარს გაცემაა. სუფთად ნუკლეოფილი ვარ. მიღება კი კაია, მაგრამ გაცემა უფრო შენთვისაა. შენ უფრო კარგად რომ იგრძნო თავი, ზედმეტი უნდა გაზიარდეს.

 

- ქიმიურმა რეაქციებმა რა იციან?

- ქიმიურმა რეაქციებმა კი იციან, მარა ჩვენ რა ვიცით ეს ქიმიური რეაქციები. რაც ჩვენ გვგონია, იქნებ საერთოდ არაა ისე. უფრო იმათმა იციან. ყველაფერი იციან.

 

- რომელი კომპლექსური ნაერთი იქნებოდი?

- მე ყველაზე წითელი ნაერთი ვიქნებოდი.

 

- ქიმიასან ცხოვრება უფრო მარტივია?

- კიიი, იმიტომ, რომ ბევრ საყოფაცხოვრებო მომენტში გადგება. სარეცხის სწორად გარეცხვიდან დაწყებული საკვების გაკეთებით დამთავრებული.  ქიმია ყველგანაა და რაღაც საკითხებს სწორად როგორ მიუდგე ამაში გეხმარება (მაგრამ სწავლის პროცესი მარტივი არაა ნამდვილად :)) )

 

- მოლეკულები რატომ გარდაიქმნებიან?

- ჩვენც ასე არ ვართ?! მუდმივად დინამიკაში ვართ ხან გარემო იცვლება ჩვენს გარშემო, ხან  უბრალოდ გვინდა  ახალი კავშირების დამყარება. მოლეკულებიც ასე არიან, ყოველთვის ერთ მდგომარეობაში არ რჩებიან, ახალ ბმებს ამყარებენ, რომლებიც შეიძლება მათთვის იმ მომენტში უფრო ხელსაყრელი იყოს.

 

- გამჭვირვალე ნივთიერებები ფერადებზე საინტერესოები არიან?

- კიც და არაც, რაღაცის არარსებობა (ამ შემთხვევაში ფერის) შეიძლება  ბევრ რამეს ნიშნავდეს და მის მიღმა ძალიან ბევრი რამ იმალებოდეს, მოლეკულებში ჩაღრმავება კი პირადი გამოცდილებით ძალიან საინტერესო პროცესია. მეორე მხრივ, კი ფერადი ნივთიერება შესახედაობით საკუთარ თავს უსვამს ხაზს და გეუბნება, რომ მისით მეტად დაინტერესდე.

 

- პასუხგაუცემელი კითხვები ჯობია თუ ამ კითხვების პასუხები?

ამ კითხვების პასუხები ალბათ, ისევ ქიმიას დავაკავშირებ და ამ სფეროს განსაკუთრებით არ უყვარს პასუხგაუცემელი კითხვები და ზოგ კითხვას თვითონ ქიმია სცემს პასუხს:))

ესაუბრა ანა კვერენჩხილაძე

გამოქვეყნებულია 16-11-2026