ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

Integrated intensity ინტეგრალური ინტენსიურობა
Analytical chemistry ანალიზური ქიმია

Area under a spectral band in an absorption spectrum where the absorption is linearly proportional to the amount of absorber in unit area.

Note 1: The area under a band in a transmittance spectrum is not linearly proportional to the amount of absorber.

Note 2: The absorption quantity is usually a Beer–Lambert absorption coefficient, but recently ῡα°m(ῡ) the  wavenumber  times  the  imaginary  part  of  local  molar polarizability, has been used for neat liquids to correct for dielectric effects.

შთანთქმის სპექტრში სპექტრული ზოლის ქვეშ მდებარე ფართობი, როდესაც შთანთქმა ერთეულ ფართობზე მშთანთქმელის რაოდენობის პირდაპირპროპორციულია.

შენიშვნა 1: გამჭვირვალობის სპექტრში ზოლის ქვეშ მდებარე ფართობი მშთანთქმელის რაოდენობის პირდაპირპროპორციული არ არის.

შენიშვნა 2: შთანთქმის სიდიდე, როგორც წესი, ბერ-ლამბერტის შთანთქმის კოეფიციენტია, მაგრამ ბოლო დროს სუფთა სითხეებისთვის დიელექტრიკული ეფექტების გასასწორებლად იყენებენ ტალღის რიცხვის ნამრავლს ლოკალური მოლური პოლარიზებადობის წარმოსახვით ნაწილზე ῡα°m(ῡ).

Source | წყარო:

D. B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019