ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| homopolymer | ჰომოპოლიმერი |
| polymer chemistry | პოლიმერების ქიმია |
<p>Polymer derived from one species of (real, implicit or hypothetical) monomer.</p> |
პოლიმერი, რომელიც მიღებულია ერთი სახის (რეალური, სავარაუდო ან ჰიპოთეტური) მონომერისაგან. შენიშვნა 1: პოლიმერების უმრავლესობა წარმოიქმნება კომპლემენტარული მონომერების ურთიერთქმედების შედეგად. ეს მონომერები შესაძლოა ვიზუალურად ადვილად წარმოვადგინოთ რეაქციისუნარიანი "სავარაუდო მონომერის" ან "ჰიპოთეტური მონომერის" სახით, რომლის ჰომოპოლიმერიზაცია იძლევა რეალურ პროდუქტს. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაითვალოს ჰომოპოლიმერად, რომლის ცნობილი მაგალითებია პოლი(ეთილენტერეფტალატი) და პოლი(N,N`-ჰექსან-1,6-დიილადიპამიდი). შენიშვნა 2: ზოგიერთი პოლიმერი მიიღება სხვა პოლიმერების ქიმიური მოდიფიკაციით, შედეგად წარმოქმნილ პოლიმერებში მაკრომოლეკულების სტრუქტურა შეიძლება დავუშვათ, რომ მიღებულია ჰიპოთეტური მონომერის ჰომოპოლიმერიზაციის გზით. ეს პოლიმერები შესაძლოა ჩაითვალოს ჰომოპოლიმერებად, რომლის ცნობილი მაგალითია პოლი(ვინილის სპირტი). |
| Source | წყარო: PAC, 1996, 68, 2287 (Glossary of basic terms in polymer science (IUPAC Recommendations 1996)) on page 2300 R. G. Jones and Union, Compendium of polymer terminology and nomenclature : IUPAC recommendations 2008. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2009. |
|





