ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

heteronuclear multiple bond correlation NMR, (HMBC) ჰეტერობირთვული მრავალბმიანი კორელაციის ბმრ
Analytical Chemistry ანალიზური ქიმია

Two-dimensional nuclear magnetic resonance spectroscopy that gives correlations between carbons and protons that are separated by two, three, and, sometimes in conjugated systems, four bonds.

Note 1: Direct one-bond correlations are suppressed.

Note 2: HMBC gives connectivity information much like a proton-proton COSY.

Note 3: The intensity of cross peaks depends on the spin–spin coupling constant, which for  three-bond  couplings  follows  the  Karplus  relationship.  For dihedral angles near 90°, the coupling is near zero. Thus, the absence of a cross peak does not confirm that carbon-proton pairs are many bonds apart.

Note 4: Because of the wide range (0 to 14 Hz) of possible carbon-proton couplings, two experiments are often performed. One optimized for 5 Hz couplings and the second optimized for 10 Hz. This gives the optimum signal-to-noise ratio. Alternatively, a comprise value of 7 to 8 Hz can be used. There are also ‘accordion’ versions that attempt to sample the full range of couplings.

ორგანზომილებიანი ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპია, რომელიც იძლევა კორელაციას ისეთ ნახშირბადებსა და პროტონებს შორის, რომლებიც გამოყოფილია ორმაგი, სამმაგი და, ზოგჯერ, შეუღლებულ სისტემებში, ოთხმაგი ბმით.

შენიშვნა 1: პირდაპირი ერთმაგ ბმიანი კორელაციები ჩახშობილია.

შენიშვნა 2: ჰეტერობირთვული მრავალბმიანი კორელაცია კავშირის ინფორმაციას პროტონ-პროტონული კორელაციული სპექტროსკოპიის მსგავსად გვაწვდის.

შენიშვნა 3: ჯვარედინი პიკების ინტენსიურობა დამოკიდებულია სპინ-სპინური ურთიერთქმედების მუდმივაზე, რომელიც სამმაგ ბმიანი შეერთებებისთვის მიჰყვება კარპლუსის დამოკიდებულებას. 90°-თან ახლოს მდებარე ორწახნაგოვანი კუთხეებისთვის შეერთება ნულთან ახლოსაა. ამრიგად, ჯვარედინი პიკის არარსებობა არ ადასტურებს, რომ ნახშირბად-პროტონული წყვილები ერთმანეთისგან მრავალი ბმით არის დაშორებული.

შენიშვნა 4: ნახშირბად-პროტონული შესაძლო ურთიერთქმედების ფართო დიაპაზონის (0-დან 14 ჰც-მდე) გამო, ხშირად ტარდება ორი ექსპერიმენტი. ერთი ოპტიმიზებულია 5 ჰც შეუღლებისთვის, ხოლო მეორე - 10 ჰც-თვის. ეს იძლევა სიგნალ-ხმაურის ოპტიმალურ თანაფარდობას. ალტერნატიულად, შეიძლება გამოყენებულ იქნას 7-დან 8 ჰც-მდე დამატებითი მნიშვნელობა. ასევე არსებობს „აკორდეონის“ ვერსიები, რომლებიც ცდილობენ შეუღლებების სრული დიაპაზონის ნიმუშის აღებას.

Source | წყარო:
B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.