ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

chain polymerization ჯაჭვური პოლიმერიზაცია
polymer chemistry პოლიმერების ქიმია

Chain reaction in which the growth of a polymer chain proceeds exclusively by the reaction or reactions between a monomer or monomers and a reactive site or reactive sites on the polymer chain with regeneration of the reactive site or reactive sites at the end of each growth step.

Note 1: A chain polymerization consists of initiation and propagation reactions and may also include termination and chain-transfer reactions.

Note 2: Propagation in chain polymerization often occurs without the formation of small molecules. However, cases exist where, at each propagation step, a low-molar-mass by- product is formed, as in the polymerization of 1,3-oxazolidine-2,5-diones derived from amino acids (commonly termed amino acid N-carboxyanhydrides). When a low-molar- mass by-product is formed, the adjective condensative is recommended to give the term “condensative chain polymerization”.

Note 3: The growth steps are expressed by

Px + M → Px+1 (+L) {x} ∈ {1,2,... ∞}

where Pxdenotes the growing chain of degree of polymerization x, M a monomer and L a low-molar-mass by-product formed in the case of condensative chain polymerization.

Note 4: The term “chain polymerization” may be qualified further, if necessary, to specify the type of chemical reactions involved in the growth step, e.g. ring-opening chain polymerization or cationic chain polymerization.

Note 5: There exist, exceptionally, some polymerizations that can proceed via chain reactions that, according to the definition, are not chain polymerizations. For example, the polymerization

proceeds via a radical chain reaction with intermolecular transfer of the radical centre. The growth step, however, involves reactions between molecules of all degrees of polymerization and, hence, the polymerization is classified as a polyaddition. If required, the classification can be made more precise and the polymerization described as a chain- reaction polyaddition.

ჯაჭვური რეაქცია, რომლის დროსაც პოლიმერული ჯაჭვის ზრდა მიმდინარეობს უშუალოდ მონომერ(ებ)სა და პოლიმერულ ჯაჭვზე რეაქციისუნარიან ცენტრ(ებ)ს შორის რეაქცი(ებ)ით, რასაც ყოველი ზრდის საფეხურის ბოლოს მოჰყვება სარეაქციო ცენტრ(ებ)ის რეგენერაცია.

შენიშვნა 1: ჯაჭვური პოლიმერიზაცია შედგება ინიცირებისა და ჯაჭვის ზრდის რეაქციებისგან და ასევე შეიძლება მოიცავდეს შეწყვეტისა და ჯაჭვის გადაცემის რეაქციებს.

შენიშვნა 2: ჯაჭვის პოლიმერიზაციაში ზრდა ჩვეულებრივ ხდება მცირე მოლეკულების წარმოქმნის გარეშე. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც წარმოიქმნება დაბალი მოლეკულური მასის თანაური პროდუქტი, როგორიცაა მაგალითად ამინომჟავებისგან მიღებული ოქსაზოლიდინ-2,5-დიონების პოლიმერიზაცია (რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ ამინომჟავას N-კარბოქსი ანჰიდრიდებს). როდესაც წარმოიქმნება დაბალი მოლეკულური მასის თანაპროდუქტიც, რეკომენდებულია ზედსართავი სახელის „კონდენსაციური″ დამატება, ტერმინის „კონდენსაციური ჯაჭვური პოლიმერიზაცია“ გამოყენება.

შენიშვნა 3: ზრდის საფეხურები გამოიხატება შემდეგნაირად:

Px + M → Px+1 (+L) {x} ∈ {1,2,... ∞}

სადაც Px აღნიშნავს x პოლიმერიზაციის ხარისხის მზარდ ჯაჭვს, M - მონომერს და L -კონდენსაციური ჯაჭვური პოლიმერიზაციის დროს წარმოქმნილი დაბალმოლეკულური მასის თანაურ პროდუქტს.

შენიშვნა 4: ტერმინი „ჯაჭვური პოლიმერიზაცია″ შეიძლება შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, დაზუსტდეს ზრდის საფეხურში ჩართული ქიმიური რეაქციების ტიპის, მაგ. ციკლის გახსნის ჯაჭვური პოლიმერიზაცია, კატიონური ჯაჭვური პოლიმერიზაცია.

შენიშვნა 5: გამონაკლისის სახით არსებობს ზოგიერთი პოლიმერიზაცია, რომელიც მიმდინარეობს ჯაჭვური რეაქციების გზით, თუმცა განმარტების მიხედვით, არ არის ჯაჭვური პოლიმერიზაცია.

მაგალითად, პოლიმერიზაცია:


მიმდინარეობს რადიკალური ჯაჭვური რეაქციით რადიკალური ცენტრის მოლეკულათაშორისი გადატანით. ამასთან, ზრდის ეტაპი მოიცავს რეაქციებს პოლიმერიზაციის ყველა ხარისხის მოლეკულებს შორის და, შესაბამისად, პოლიმერიზაცია კლასიფიცირდება როგორც პოლიმიერთება. საჭიროების შემთხვევაში, კლასიფიკაცია შეიძლება უფრო ზუსტი იყოს და პოლიმერიზაცია აღწერილი იყოს როგორც ჯაჭვური რეაქციის პოლიმიერთება.

Source | წყარო:
PAC, 1996, 68, 2287 (Glossary of basic terms in polymer science (IUPAC Recommendations 1996)) on page 2306

R. G. Jones and Union, Compendium of polymer terminology and nomenclature : IUPAC recommendations 2008. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2009.