ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

Full width at half maximum, (FWHW), W, Γ სრული სიგანე მაქსიმუმის ნახევარზე, FWHW
Analytical chemistry ანალიზური ქიმია

Interval between the two points across a section of a spectrum where the ordinate is equal to half the maximum ordinate of the section.

Note 1: W is a measure of line- or band-width.

Note 2: FWHM has units of wavelength, wavenumber, frequency or energy.

Note 3: For infrared absorption spectra, the FWHM must be measured from a spectrum that is plotted linear in absorbance.

Note 4: In Raman spectra, the FWHM can be measured directly from the spectrum of scattered light intensity unless the instrument response function varies significantly across the band.

Note 5: Inclusion of “full” distinguishes FWHM from half-width at half maximum.

ინტერვალი სპექტრის მონაკვეთის იმ ორ წერტილს შორის, სადაც ორდინატა მონაკვეთის მაქსიმალური ორდინატას ნახევრის ტოლია.

შენიშვნა 1: W არის ხაზის ან ზოლის სიგანის საზომი.

შენიშვნა 2: FWHM-ს ერთეული შეიძლება იყოს ტალღის სიგრძის, ტალღური რიცხვის, სიხშირის ან ენერგიის ერთეული.

შენიშვნა 3: ინფრაწითელი შთანთქმის სპექტრებისთვის FWHM უნდა გაიზომოს სპექტრიდან, რომელიც შთანთქმის ხაზოვანი სკალით არის გამოსახული.

შენიშვნა 4: რამანის სპექტრებში FWHM-ის გაზომვა შესაძლებელია უშუალოდ გაბნეული სინათლის ინტენსიურობის სპექტრიდან, თუ ინსტრუმენტის სიგნალის ფუნქცია ზოლის გასწვრივ მნიშვნელოვნად არ იცვლება.

შენიშვნა 5: სიტყვა „სრული“  განასხვავებს ტერმინს „სრული სიგანე მაქსიმუმის ნახევარზე“ ტერმინისაგან „სიგანის ნახევარი მაქსიმუმის ნახევარზე“.

Source | წყარო:

D. B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019