ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| Double-beam spectrometer | ორსხივიანი სპექტრომეტრი |
| Analytical chemistry | ანალიზური ქიმია |
Spectrometer in which beams of electromagnetic radiation from the source reach the detector via two paths, one through the sample and the other through a reference. Note 1: The radiant power in each beam is measured at each wavenumber. Note 2: The output of a double-beam spectrometer is termed a “double-beam spectrum”. The ordinate of a double-beam spectrum is the radiant power that reaches the detector in the sample beam divided by that in the reference beam. The spectrum has a flat baseline where the sample does not absorb. Note 3: The reference is usually a material having the same composition as the sample but lacking the analyte. |
სპექტრომეტრი, რომელშიც ელექტრომაგნიტური სხივები წყაროდან დეტექტორამდე მიდის ორი პარალელური გზით - ერთი საკვლევი ნიმუშის, ხოლო მეორე - შესადარებელი ნიმუშის გავლით. შენიშვნა 1: თითოეულ სხივში გამოსხივების სიმძლავრე იზომება ყოველ ტალღის რიცხვზე. შენიშვნა 2: ორსხივიანი სპექტრომეტრით მიღებულ სპექტრს უწოდებენ „ორსხივიან სპექტრს“. ასეთი სპექტრის ორდინატას წარმოადგენს საკვლევი ნიმუშის სხივით დეტექტორზე მისული გამოსხივების სიმძლავრე, შეფარდებული შესადარებელ ნიმუშში გავლილი სხივის სიმძლავრეზე. იქ, სადაც ნიმუში არ შთანთქავს, საბაზო ხაზი სწორია. შენიშვნა 3: შესადარებელი ნიმუში, როგორც წესი, არის მასალა ნიმუშის მსგავსი შემცველობით, მაგრამ ანალიტის გარეშე. |
| Source | წყარო: D. B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019 |
|





