ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

partition ratio, KD

დაყოფის კოეფიციენტი, KD

Analytical chemistry ანალიზური ქიმია


Concentration of an analyte in a single defined form, A, in phase 1 divided by its concentration in the
same form in a second phase (phase 2) at equilibrium. KD = [A]1 /[A]2

Note 1: If the equation relates to an organic–aqueous biphasic system, the organic phase concentration
is by convention the numerator and the aqueous phase concentration the denominator.
Note 2: In the case of non-ideal mixtures, concentrations should be replaced by activities. The
distribution constant is invariant only if the activity coefficients are constant, which is not true in
concentrated solutions.
Note 3: The use of the inverse ratio (aqueous/organic) may be appropriate in certain cases, e.g., where
the organic phase forms the feed, but its use in such cases should be clearly specified. The ratio of the
concentration in the denser phase to the less dense phase is not recommended, as it can be ambiguous.


პირველ ფაზაში არსებული ანალიტის კონცენტრაციის A (ერთი განსაზღვრული ფორმით),
ფარდობა მეორე ფაზაში არსებულ მის კონცენტრაციაზე (იმავე ფორმით), წონასწორული
მდგომარეობის დროს KD = [A]1 /[A]2 

შენიშვნა 1: თუ განტოლება ეხება ორფაზიან სისტემას - ორგანული გამხსნელი/წყალი,
ორგანულ ფაზაში ნივთიერების კონცენტრაცია, შეთანხმების თანახმად, მრიცხველია,
ხოლო წყლიან ფაზაში კონცენტრაცია - მნიშვნელი.
შენიშვნა 2: არაიდეალურ ნარევებში კონცენტრაციები უნდა ჩანაცვლდეს
აქტიურობებით. განაწილების მუდმივა უცვლელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
აქტიურობის კოეფიციენტები მუდმივია, რაც არ ახასიათებს კონცენტრირებულ
ხსნარებს.
შენიშვნა 3: შებრუნებული თანაფარდობის (წყალი/ორგანული გამხსნელი) გამოყენება
შეიძლება მიზანშეწონილი იყოს გარკვეულ შემთხვევებში. მაგალითად, როდესაც
ორგანული ფაზა საწყისია (ნივთიერება იყო ორგანულ ფაზაში და გადავიდა წყალში),
მაგრამ ასეთ შემთხვევებში ეს მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული. უფრო მკვრივ და
ნაკლებად მკვრივ ფაზებში კონცენტრაციათა თანაფარდობის ამ გზით გამოსახვა არ არის
რეკომენდებული, რადგან ეს შეიძლება ბუნდოვანი იყოს.

Source | წყარო:
B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.