Sorbent with non-selective surface function groups that extract analytes, almost exclusively from an aqueous solution. The sorbent has a largely passive role in the extraction, with the driving force being the expulsion of the organic contaminants from water to minimize disruption of the water structure.
Note 1: Typical low-specificity sorbents are chemically-bonded porous silica, hydrophobic microporous polymers, and various forms of carbon. Note 2: Low-specificity sorbents have surfaces with a low concentration of polar functional groups and retain compounds mainly through non-selective dispersion interactions. Note 3: From the gas phase compounds are extracted by non-polar and weakly polar interactions with high surface area sorbents.
|
სორბენტი არასელექციური ზედაპირული ფუნქციური ჯგუფებით, რომელიც წყალხსნარიდან ანალიტების ექსტრაქციას თითქმის მთლიანად ახდენს. სორბენტი ექსტრაქციაში ძირითადად პასიურ როლს ასრულებს. განმსაზღვრელი მამოძრავებელი ძალაა ორგანული დამაბინძურებლების წყლიდან მოცილება, რათა წყლის სტრუქტურის დარღვევა მინიმუმამდე შემცირდეს.
შენიშვნა 1: ტიპური დაბალსპეციფიკური სორბენტებია: ქიმიურად მოდიფიცირებული ფოროვანი სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროფობული მიკროფოროვანი პოლიმერები და ნახშირბადის სხვადასხვა ფორმები. შენიშვნა 2: დაბალსპეციფიკური სორბენტების ზედაპირზე პოლარული ფუნქციური ჯგუფების დაბალი კონცენტრაციაა. ისინი ნაერთებს ძირითადად არასელექციური დისპერსიული ურთიერთქმედების მეშვეობით იკავშირებენ. შენიშვნა 3: აირადი ფაზიდან ნაერთების ექსტრაქცია ხდება არაპოლარული და სუსტად პოლარული ურთიერთქმედებით ზედაპირის დიდი ფართობის მქონე სორბენტების საშუალებით.
|