ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

foamed polyurethane sorbent

ქაფიანი პოლიურეთანის სორბენტი

Analytical chemistry ანალიზური ქიმია


Sorbent consisting of spherical, micron-sized, agglomerated particles bound together in a rigid and
highly porous structure used for the extraction of semi-volatile organic compounds from air in high-
volume samplers.


Note 1: Their main attribute is their favourable aerodynamic properties, which permit sampling at high
flow rates.
Note 2: Foamed polyurethane sorbents have a minor use for extracting compounds from water.


მყარ და მრავალფორიან სტრუქტურაში ერთმანეთთან დაკავშირებული მიკრონების
ზომის სფერული აგლომერირებული ნაწილაკებისგან შედგენილი სორბენტი, რომელიც
გამოიყენება ჰაერიდან ნახევრად აქროლადი ორგანული ნაერთების ექსტრაქციისთვის
დიდი მოცულობის ნიმუშის ამღებ მოწყობილობებში.


შენიშვნა 1: მათი მთავარი უპირატესობაა ხელსაყრელი აეროდინამიკური თვისებები, რაც
ძლიერი ნაკადის აირებიდან ნიმუშების აღების საშუალებას იძლევა.
შენიშვნა 2: ქაფიანი პოლიურეთანის სორბენტები შეზღუდულად გამოიყენება
ნაერთების წყლიდან გამოსაყოფადაც.

Source | წყარო:
B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.