ეს საინტერესოა

 

რომელ მაკრომოლეკულას დაუდგეს ძეგლი და რატომ?

მწვანე მანათობელი ცილა (Green Flourescent Protein, GFP) გამოყოფილია მედუზასგან “Aequorea Victoria” და მწვანე დიაპაზონში ფლუორესცირებს ლურჯი განათების პირობებში. 2008 წელს ოსამუ შიმამურა, მარტინ შალფი და როჯერ ციანი ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ მწვანე მანათობელი ცილების აღმოჩენის, გამოყოფისა და მასზე ჩატარებული კვლევებისათვის. სამი წლის განმავლობაში იკვლევდნენ მწვანედ მანათობელ ცილას, რომელიც მეცნიერთათვის თავდაპირველად ბუნდოვანი და აუხსნელი იყო. თუმცა, ამისდამიუხედავად იგი გახდა ერთ – ერთი ყველაზე ფართოდ შესწავლილი და გამოყენებადი ცილა ბიოქიმიასა და უჯრედულ ბიოლოგიაში. მისი საოცარი შესაძლებლობა წარმოქმნას ძალზე თვალსაჩინო, ეფექტურად გამომასხივებელი შიდა ფლუოროფორი, ძალზე მომხიბლავი და  ღირებულია. GFP-ის  მაღალი რეზოლუციის კრისტალური სტრუქტურები გვთავაზობს უპრეცედენტო შესაძლებლობებს ცილის სტრუქტურასა და სპექტროსკოპიულ ფუნქციას შორის კავშირის დასადგენად და აგრეთვე მათი მანიპულირებისთვის. GFP დღესდღეობით არის კარგად შესწავლილი ცილა და დამკვიდრდა, როგორც წარმატებული ბიომარკერი  უჯრედებში ცილით მდიდარი უბნებისათვის. GFP-ის  მუტაგენეზი და ინჟინერია ქიმერულ პროტეინებად ხსნის ახალ თვალსაწიერს ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებში, ბიოსენსორებში და ფოტოქიმიურ მეხსიერებაში.

სურათზე ნაჩვენებია უჟანგავი ფოლადის მედუზას ქანდაკება, რომელიც სან ხუანის კუნძულზე (ვაშინგტონი, აშშ) GFP– ის აღმოჩენის ადგილზე (Friday Harbor Laboratories) დგას. ქანდაკების ავტორია ჯულიან ვოს-ანდრეა (2006).

მასალა მომზადებულია არმაზ ცუცქირიძისა და ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Annual Review

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021