ეს საინტერესოა

 

რომელ ყავას მიირთმევთ?

ყავის მწარმოებლები მუდმივად დილემის წინაშე დგანან - თუ როგორ შექმნან სასიამოვნო ნაზავი და იმავდროულად შეინარჩუნონ რაც შეიძლება დაბალი ფასი. ცნობილია, რომ ყავის წარმოებაში ძირითადად გამოიყენება ორი სახეობის მარცვალი: არაბიკა და რობუსტა. პირველი ყელაზე კარგი თვისებებით ხასიათდება, თუმცა მისი ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია. ამიტომ მწარმოებლები არაბიკას „აზავებენ“ შედარებით იაფი ყავის სახეობით - რუსუსტათი.

ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ზოგჯერ ყავის მწარმოებლები იმაზე მეტი რაოდენობით იყენებენ იაფფასიან ყავის მარცვლებს, ვიდრე ეს ეტიკეტზე არის აღნიშნული. ანალიზის არსებული მეთოდებით კი ყავის მარცვლების მოხალვის, დაფქვისა და ერთმანეთთან შერევის შემდეგ არ იძლევა ცალკეული კომპონენტის ზუსტი რაოდენობის დადგენის საშუალებას.

სულ ახლახანს „Journal of Agricultural and Food Chemistry“ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ავტორებმაც შეიმუშავეს ყავის სწრაფი და უფრო ზუსტი  ბმრ-სპექტრომერიაზე დაფუძნებული ანალიზის მეთოდი.

 

სრულად

 

წყარო:American Chemical Society

 

გამოქვეყნებულია: 07-05-2021