სიახლეები

 

თაკოს ფონდის“ პირველი გრანტიორები

თაკოს ფონდმა“ თავისი საქმიანობის ფარგლებში პირველი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინა.

ფონდის პირველი გრანტიორები გახდნენ:

  • ანასტასია ბოლქვაძე
  • ანა მალაღურაძე
  • მარიკა მეგრელიშვილი
  • ელენა მიქანაძე
  • ოლღა ღლონტი

ვულოცავთ ჩვენს პირველ გრანტიორებს და ვუსურვებთ წარმატებებს, ახალი ცოდნისა და შესაძლებლობების მიღებასა და საკუთარი მიზნების განხორციელებას.

„თაკოს ფონდის“ მიზანია, ხელი შეუწყოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების განვითარებას და მათთვის განათლებისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების შექმნას.

პირველი გრანტიორების მხარდაჭერა ფონდისთვის მნიშვნელოვანი დასაწყისია. მომავალში „თაკოს ფონდი“ კიდევ არაერთ ახალგაზრდას მისცემს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას.

თაკოს ფონდის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მის ვებგვერდზე: https://chemistry.ge/tf/index.php

 

 

გამოქვეყნებულია: 18-09-2026