სიახლეები

 

აბუ რაიან ბირუნის სახელობის ქიმიის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადის (ARBIChO 2026) შესარჩევი ტური

2026 წლის 3-10 ნოემბერს ნუკუსში (უზბეკეთი) ტარდება აბუ რაიან ბირუნის სახელობის ქიმიის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადის (ARBIChO 2026.  ოლიმპიადაში 20-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას და სირთულითა და ფორმატით თითქმის უტოლდება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას (IChO). ოლიმპიადა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტურს.

შესარჩევი ტური ჩატარდება 2026 წლის 11 ოქტომბერს 10:00 საათზე, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (დავით აღმაშენებლის ხეივანი №240). შესარჩევი ტური ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ოლიმპიადის შესარჩევ ტურში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X, XI და XII კლასის მოსწავლეებს.

შესარჩევი ტურის შედეგად შეირჩევა ეროვნული ნაკრები 4 წევრის შემადგენლობით, რომელიც 2026 წლის ნოემბერში საქართველოს სახელით გაემგზავრება საერთაშორისო ოლიმპიადაზე (ნუკუსი, უზბეკეთი). საერთაშორისო ეტაპზე მონაწილეთა ადგილზე ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს მასპინძელი ქვეყანა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი

შესარჩევ ტურში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://forms.gle/S6giXvvB7ijrxkyb8

 

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოლიმპიადის ვებგვერდზე: https://www.arbicho.uz/

 

 

გამოქვეყნებულია: 11-09-2026