სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & ქუთაისის #41 სკოლა

10 აპრილს ჩატარდა მორიგი შეხვედრა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის პედაგოგთან (გუნდის ხელმძღვანელი) - მარინე კუჭუხიძესთან და გუნდის წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: ლაშა უგრეხელიძე, მათე ბეროძე, ნიკუშა ტორაძე, მიშო შავგულიძე, სტემ-ასისტენტი - ზაკო სანიკიძე, გუნდების ხელმძღვანელი (პედაგოგი) - ქ-ნი მარინე კუჭუხიძე.

შეხვედრის ფარგლებში მოვამზადეთ კვლევაში გამოსაყენებელი მძიმე მეტალების მარილების, ტყვიის ნიტრატისა და სპილენძის სულფატის 3-3 სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარი. მცენარეების ნაწილი გადავიყვანეთ ჰიდროპონური ზრდის მეთოდზე - კონტროლი და თითოეული მეტალისთვის 3 სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარი. ჰიდროპონური მეთოდისთვის გამოვიყენეთ საწყისი კონცენტრაციის ხსნარები 1:1 განზავების პირობებში.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 12-04-2024