სიახლეები
IChO-2023
ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას IChO-2023 მიმდინარე წელს შვეიცარიაში ჩატარდა. ოლიმპიადას მასპინძლობდა ციურიხის ETH უნივერისტეტი. საქართველოს ნაკრები ტრადიციულად ოთხი მონაწილის ქეთევან პერანიძის, ნიკოლას მეტრეველის, ილია დოკაძისა და ანდრია უტიაშვილის შემადგენლობით გაემგზავრა 16 ივლისს. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 90 ქვეყნის 348 მოსწავლე. მედალოსნების გამოვლინდნენ პრაქტიკული და თეორიული ტურების შედეგების მიხედვით. პრაქტიკული ტური სამ ქიმიურ ექსპერიმენტს, ხოლო თეორიული ტური 10 ამოცანას მოიცავდა. ქეთევან პერანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა მიმდინარე წელსაც. აღსანიშნავია, მას 2021 წელს დებიუტზე ბრინჯაოს, ხოლო 2022 წელს ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული.მიღწეულ წარმატებაში წვლილის შეტანისათვის საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია მადლიერებას გამოხატავს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისადმი, რომელის ლაბორატორიული ბაზებთან მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეებს თავისუფალი წვდომა ჰქონდათ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისადმი, რომლის დაფინანსებითაც ნაკრებმა შეძლო ოლიმპიადის გამგზავრება. ასე დიდი მადლობას ვუხდით მწვრთნელთა გუნდს (ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია, ლაშა ხუციშვილი), რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ნაკრების წევრებთან.
მომდევნო წელს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას საუდის არაბეთი უმასპინძლებს. მომავალი წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის მეცადინეობები 1 ოქტომბრიდან დაიწყება.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
გამოქვეყნებულია: 31-07-2023