STEM ასისტენსი

STEM ასისტენსი გთავაზობთ უნიკალურ შანსს, დაგეგმოთ და განახორციელოთ კვლევითი პროექტები ჩვენი მობილური ჯგუფების დახმარებით.

STEM ასისტენსის მობილური ჯგუფები, რომელშიც შედიან STEM  მიმართულების მკვლევარები:

  • გაგიწევენ ონლაინ კონსულტაციას კვლევითი პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებასა და შედეგების გაანალიზებაში
  • დაგეხმარებიან კვლევის შედეგების თეზისისა თუ სტენდური მოხსენების სახით გაფორმებაში
  • გესტუმრებიან სკოლაში/კლუბში და ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში.
  • არ გაქვთ კვლევის განხორციელებისათვის სათანადო აღჭურვილობა? STEM კონსულტანტები სათანადო აღჭურვილობით მოვლენ თქვენთან
  • სკოლის/კლუბის პირობებში არ არის შესაძლებელი კვლევის სათანადოდ ჩატარება? თქვენ გიმასპინძლებთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და ჩვენი STEM ასისტენტები გაგიწევენ დამხარებას კვლევაში.

თუ თვლით, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტს მივაწღევთ,  არ გადადოთ და დარეგისტრირდით ახლავე: