APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელექტრონული წიგნი

არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში

17. მე-17 ჯგუფის ელემენტები / 17.1. ჰალოგენები

კითხვა 8 / 27
რომელი ჰალოგენწყალბადმჟავა წარმოქმნის მჟავა მარილებს? ახსნით მიზეზი.
პასუხი

ფთორწყალბადი ორთქლშიც კი ასოცირებულ მდგომარეობაშია (HF)n სახით, სადაც n=4-6. წყალხსნარებში ის იმყოფება მდგრადი დიმერების H2F2-ის სახით, რომელიც საფეხურებად დისოცირდება:

 

ამიტომ, ფთორწყალბადმჟავა, რომელიც ფორმალურად ერთფუძიანი მჟავაა, წარმოქმნის მარილების ორ რიგს _ მჟავა მარილებს (შეიცავს HF2- იონს) და საშუალო მარილებს (შეიცავს  F22--ანიონს).

ქვეთავის ყველა კითხვა