არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
17. მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1. ჰალოგენები
27 კითხვა- რამდენი იზოტოპი შეესაბამება ფთორსა და იოდს? ახასიათებთ თუ არა მათ არასტაბილური იზოტოპების წარმოქმნა?
- როგორი კრისტალური აღნაგობა აქვს ჰალოგენებს? როგორი ტიპის ურთიერთქმედების ძალები მოქმედებს მათ მოლეკულებს შორის?
- როგორი თანაფარდობაა ბმის ენერგიებს შორის Cl2-ისა და F2-ის მოლეკულებში? ახსენით მიზეზი.
- შეადარეთ ჰალოგენების ჟანგვითი რიცხვები. რატომ აქვთ ცვალებადი ჟანგვითი რიცხვების გამოვლენის უნარი ქლორს, ბრომს და იოდს?
- რით აიხსნება ფთორის განსაკუთრებული ქიმიური აქტიურობა?
- რა არის ზოგიერთ მეტალთან ფთორის დაბალი რეაქციისუნარიანობის მიზეზი? რომელია ეს მეტალები?
- რა არის ფთორწყალბადმჟავაში ზოგიერთი ნაერთის კარგი ხსნადობის მიზეზი? დაასახელეთ ეს ნაერთები.
- რომელი ჰალოგენწყალბადმჟავა წარმოქმნის მჟავა მარილებს? ახსნით მიზეზი.
- დაასახელეთ ჰალოგენის ატომის შემცველი წყალბადის პეროქსიდის სტრუქტურული ანალოგი.
- რით განსხვავდება ერთმანეთისაგან Cl2-ის და F2-ის მოლეკულებში ატომებს შორის დამყარებული ბმები?
- რომელია ქლორის და ფთორის მიღების სამრეწველო მეთოდები? ახსენით, რატომ გამოიყენება ეს მეთოდები მრეწველობაში ქლორის და ფთორის მისაღებად?
- რა მოდიფიკაციებს წარმოქმნის ფთორი? რა განსხვავებაა მათ შორის?
- როგორი სტრუქტურა აქვს ბერილიუმის ფთორიდს, ოქროს ტრიფთორიდსა და ბისმუტის პენტაფთორიდს?
- რომელი რეაქციაა ცნობილი “ცეცხლოვანი წვიმის” სახელწოდებით? დაახასიათეთ მოკლედ სტიბიუმი.
- სხვადასხვა სიძლიერის რომელი ორი მჟავა წარმოიქმნება ქლორის გახსნისას წყალში? შეადარეთ ერთმანეთს წყალში ფთორის და ქლორის გახსნის რეაქციები და ახსენით მათ შორის არსებითი განსხვავების მიზეზი.
- ახსენით მარილმჟავას მჟანგავი და აღმდგენი უნარი. მოიყვანეთ მაგალითები.
- შეადარეთ ქლორის ჟანგბადიანი მჟავების მდგრადობა და მჟავას სიძლიერე. შეადარეთ მჟავების მდგრადობა შესაბამისი მარილების მდგრადობას და ჟანგვით უნარს.
- როგორ მიიღება მრეწველობაში ერთ-ერთი ძლიერი კლასიკური მათეთრებელი საშუალება ნატრიუმის ჰიპოქლორიტი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რა პროცესი მიმდინარეობს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ნახშირბად(IV)-ის ოქსიდთან ურთიერთქმედებისას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- რომელი ორი განსხვავებული სქემით იშლება ბერთოლეს მარილი? რა პირობებში მიმდინარეობს ეს რეაქციები?
- როგორ შეიძლება მივიღოთ ქლორის და ფთორის ერთდროულად შემცველი ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- რომელი ჰალოგენიდები გამოიყენება ფოტოგრაფიაში? რომელი რეაქციები უდევს საფუძვლად ამ მიზნით მათ გამოყენებას?
- როგორი სტრუქტურა შეესაბამება მყარ იოდს?
- შეადარეთ მარტივი ნივთიერებებიდან ჰალოგენწყალბადების წარმოქმნის რეაქციები. როგორ ახსნით ამ პროცესების მიმდინარეობას გიბსის ფუნქციის ცვლილების მიხედვით?
- რომელი მარილის წყალხსნარში იხსნება ვერცხლის იოდიდი?
- რა გამოყენება აქვს ფთორს, ქლორს, ბრომს და იოდს და მათ ნაერთებს?
- რა როლს ასრულებს ფთორი, ქლორი, ბრომი და იოდი ადამიანის ორგანიზმში?
