APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელექტრონული წიგნი

არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში

7. მე-7 ჯგუფის ელემენტები / 7.1. მანგანუმი

კითხვა 18 / 24
როგორ მიმდინარეობს MnS·xH2O-ის წყალხსნარებში დაყოვნებისას ჰაერის ჟანგბადით დაჟანგვის რეაქციის განტოლება?
პასუხი

MnS·xH2O-ის ღია ვარდისფერი ამორფული ნალექის ჰაერზე დაყოვნებისას, ჰაერის ჟანგბადით დაჟანგვის გამო, აღდგება მურა ფერის Mn(OH)4 და წარმოიქმნება თავისუფალი გოგირდი:

MnS + O2 + 2 H2O → Mn(OH)4 + S

ქვეთავის ყველა კითხვა