არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
7. მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1. მანგანუმი
24 კითხვა- ელექტრონებია სავალენტო მანგანუმის ატომში?
- რით აიხსნება მანგანუმის ატომის იონიზაციის I ენერგიის დიდი მნიშვნელობა?
- რომელ ჟანგვით რიცხვებს ავლენს მანგანუმი? რას განსაზღვრავს მანგანუმის ჟანგვითი რიცხვების მრავალფეროვნება? გამომდინარე აქედან, რა არის დამახასიათებელი მანგანუმის ნაერთებისათვის?
- რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული მანგანუმი ბუნებაში? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები.
- როგორ იღებენ მანგანუმს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.
- მანგანუმის ელექტროქიმიური მეთოდით მისაღებად ელექტროდად რომელი მეტალის შენადნობი გამოიყენება? რატომ მიანიჭეს ამ ელექტროდს უპირატესობა?
- მანგანუმის რომელ ნაერთებს იცნობთ მისი ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით? როგორ კლასტერულ კომპლექსს წარმოქმნის მანგანუმი ნახშირბად(II)-ის ოქსიდთან? დაწერეთ შესაბამისი ნაერთის ქიმიური ფორმულა.
- როგორ მიიღწევა მანგანუმის კარბონილური კომპლექსის სტაბილიზაცია?
- როგორი კომპლექსის სახით იმყოფება Mn2+ იონები წყალხსნარში? რა ეწოდება ამ კომპლექსებს? რომელი რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ეს კომპლექსი?
- როგორია მანგანუმის კოორდინაციული რიცხვი Mn(II)-ის მარილების შესაბამის კრისტალჰიდრატებში? დაწერეთ ამ კრისტალჰიდრატების ქიმიური ფორმულები?
- როგორ თვისებებს ავლენს Mn(II)-ის ოქსიდი და ჰიდროქსიდი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.
- როგორი ბუნება არის დამახასიათებელი Mn(II)-ის ნაერთების წყალხსნარებისთვის? რომელ ქიმიურ რეაქციებში ვლინდება ეს ბუნება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური განტოლებები. როგორია ამ რეაქციების შედეგად წარმოქმნილი ნაერთების მდგრადობა?
- Mn(III)-ის რომელი ნაერთია ცნობილი? როგორ გარდაიქმნება MnF3 წყლის მოქმედებით?
- როგორ ბუნებას ავლენს MnO2 ტუტეებთან და ფუძე ოქსიდებთან მაღალ ტემპერატურაზე შელღობისას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.
- რა გამოყენება აქვს ტექნიკაში MnO2-ს? მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.
- რომელი ნაერთებია მნიშვნელოვანი მანგანუმის უმაღლესი (+6 და +7) ჟანგვითი რიცხვებით? როგორ მიიღება და რა პრაქტიკული გამოყენება აქვს ამ ნაერთებს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლებები
- როგორ მიმდინარეობს Mn2+-ის მარილების ძლიერი მჟანგავებით დაჟანგვის რეაქციები ტუტე არეში?
- როგორ მიმდინარეობს MnS·xH2O-ის წყალხსნარებში დაყოვნებისას ჰაერის ჟანგბადით დაჟანგვის რეაქციის განტოლება?
- როგორ მიიღება MnF3?
- დაწერეთ კალიუმის პერმანგანატით მჟავა, ტუტე და ნეიტრალურ არეში ნატრიუმის სულფიტის დაჟანგვის რეაქციის განტოლებები
- როგორ მიმდინარეობს წყალხსნარებში კალიუმის მანგანატის დისპროპორციონირების რეაქცია? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური განტოლება.
- როგორ გარდაიქმნება HMnO4 წყალხსნარებში (კონცენტრაცია >20 %-ზე)?
- რა დადებით როლს ასრულებს მანგანუმი ცოცხალ ორგანიზმებში? რა პათოლოგიას იწვევს ადამიანის ორგანიზმში მანგანუმის ნაკლებობა?
- რა გამოყენება აქვს მანგანუმს და მის მნიშვნელოვან ნაერთებს - მანგანუმ(IV)-ის ოქსიდს და კალიუმის პერმანგანატს − KMnO4-ს, ტექნიკაში, მედიცინაში, კვების მრეწველობასა და ანალიზურ ქიმიაში?
